ვიზუალური ხელოვნება კულტურა

სიმონ დადიანის ნამუშევრების გამოფენა დღეს გაიხსნება

სიმონ დადიანის ნამუშევრების გამოფენა „ოფთალმიჯის“ არტგალერეაში დღეს გაიხსნება. 23 უნიკალური ფერწერული ტილოს და 2 ქანდაკების სამშობლოში დაბრუნება სიმონ დადიანის შთამომავლის მია ღვინიაშვილის ინიციატივა იყო, რომელმაც ამ საკითხზე რამდენიმე წელიწადი იმუშავა და პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ხელოვანს, რომლის შემოქმედებას მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ, სურვილი ჰქონდა, რომ ნახატები სამშობლოში ჩამოეტანა. 23 ტილოს და ორი ქანდაკების საფრანგეთიდან თბილისში დაბრუნება მხატვრის შთამომავლების დახმარებით მოხერხდა.

სვიმონ დადიანი ემიგრაციაში 1921 წელს, ბავშვობაში წავიდა. მხატვარი ამერიკაში გარდაიცვალა. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

სიმონ დადიანის ნამუშევრები წარსულში ცნობილ მუზეუმებში იყო გამოფენილი თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი