კულტურა

თბილისში მე-20, საიუბილეო ჯაზ ფესტივალი მიმდინარეობს

თბილისის მე-20, საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი გრძელდება. 4 ნოემბერს, Tbilisi Event Hall-ში, ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული საქსაფონისტი, ლეგენდარული ჯო ლოვანო, თავის კვარტეტთან ერთად წარდგა.

თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი წელსაც, ტრადიციულად მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში, 2 ნოემბერს ქართველი მსმენელის წინაშე ჯაზისა და სოულის შემსრულებელი ლენგენდარული ჯგუფი Tower of Power წარდგა. თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის ბოლო დღეს კი, კონცერტს გამართავს ახალგაზრდა ქართველი ჯაზ-შემსრულებელი პაპუნა შარიქაძე, თავის ტრიოსთან ერთად, რომელსაც სპეციალური სტუმარი – მსოფლიოში აღიარებული ბასისტი EDDIE GOMEZ (ედი გომესი) ეყოლება. ამავე დღესვე გაიმართება ლეგენდარული სტენლი კლარკისა (STANLEY CLARKE), და მისი ბენდის კონცერტი. აღსანიშნავია, რომ სტენლი კლარკის ბენდის მუდმივი წევრი, უკვე რამდენიმე წელია, ქართველი ჯაზ-შემსრულებელი ბექა გოჩიაშვილია. კონცერტის დაწყებამდე კი, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში, მოეწყობა ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ, ჯაზის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა სახელწოდებით „ჯაზ- ექსპერიმენტი“.

კომენტარები

კომენტარი