ბლოგი ვიზუალური ხელოვნება

ახალი რეალიზმი – ივ კლაინი

ივ კლაინი (20 აპრილი 1928 –  6 ივნისი 1962) ფრანგი მხატვარი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მხატვრობაში მნიშვნელოვანი ფიგურა.  ნიუ-იორკის კლაინს დროის კრიტიკოსები მის კლასიფიკაციას ნეო-დადაისტებითან ახდენდნენ, თუმცა სხვანი, მაგალითად თომას მაკ’ევილი (Thomas McEvilley) 1982 წელს არტფორუმში გამოქვეყნებულ ესსეში მას ადრეულ, ენიგმურ პოსტმოდერნისტად აცხადებს.

კლაინი დაიბადა ნიცაში. მისი მშობლები ფრედ კლაინი და მარი რეიმონდი ორივე მხატვარი იყო. მამამისი თავისუფალ პოსტ-მოდერნისტულ სტილში ხატავდა, როცა დედამისი წამყვანი ფიგურა იყო არტ-ინფორმელში და აქტიურად მუშაობდა პარიზელ პრაქტიკანტ აბსტრაქციონისტ მხატვრებთან. 1942 – 1946 წლებში ივი  აქტიურად სწავლობდა ლინგვისტიკას და ეუფლებოდა ძიუდოს ხელოვნებას. ამ პერიოდში დაუმეგობრდა არმან ფერნანდესს, კლოდ პასკალს და თავადაც დაიწყო ხატვა. ერთხელ, 19 წლის ასაკში კლაინი და მისი მეგობრები  საფრანგეთის სამხრეთ პლაჟზე იწვნენ და სამყაროს თავისებურად იყოფდნენ: არმანმა მიწა აირჩია, კლოდმა – სიტყვები, როცა კლაინმა გარშემოსაზღვრული სივრცე აირჩია. ამ ქმედებით კლაინმა შემდგომში განჭვრიტა იმ ფერის უსასრულობა რომელსაც ის ხედავდა.

1947-1948 წლებში კლაინი დაფიქრდა მის ,,მონოტონურ სიმფონიაზე’’, რომელიც 20 წუთიანი სიჩუმისგან შედგებოდა, რაც წინამავალი მოვლენა იყო ჯონ კეიჯის ,,4:33” მუსიკალური კომპოზიციისა, რომელიც სიჩუმის ფენომენს იკვლევდა.  1948-1952 წლებში კლაინმა იმოგზაურა იტალიაში, დიდ ბრიტანეთში,  ესპანეთსა და იაპონიაში. 25 წლის ასაკში  ,,ძიუდოს” ოსტატი გახდა და ,,იოდანის” საფეხური მიიღო.  1953 წელს კი დაწერა წიგნი ძიუდოს ფორმების შესახებ.

მონოქრომული ნამუშევრები: ლურჯი ეპოქა

კლეინმა მონოქრომული ნახატების ხატვა 1949 წლიდან დაიწყო. პირველი პერსონალური გამოფენა კი 1950 წელს გამართა,  1954 წელს კი მისი ნამუშევრების კატალოგი გამოვიდა სადაც საკუთარი შემოქმედებით სხვა ტრადიციული კატალოგების პაროდიას აკეთებდა. ამ კატალოგში იმ ჰაერის, სივრცის და ცის შეგრძნებები იყო გადმოცემული რაც მან სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ადგილსა თუ სიტუაციაში განიცადა.

აუდიტორიის რეაქციებიდან გამომდინარე, კლაინმა გააცნობიერა, რომ მნახველები მის შემოქმედებას აღიქვამდნენ როცორც ვარიაციებს, უფორმოდ შეფერილ ტილოს, ახალი ტიპის განათების გამოვლინებად ან აბსტრაქტული ინტერიერის დეკორაციათ. ამ ფაქტით შოკირებულმა მხატვარმა გადაწყვიტა რომ ,,გაუგებარი აუდიტორიის” გამო უფრო მეტად დაკონკრეტებულიყო მის შემოქმედებაში და მას იქით მხოლოდ ერთ – ლურჯ ფერზე გადაიტანა კონცენტრაცია. შემდეგ გამოფენაზე ,,მონოქრომული წინადადებები – ლურჯი ეპოქა”  (მილანი, აპოლინარი) ავტორმა წარმოაჩინა თერთმეტი იდენტური ლურჯი ტილო, სადაც გამოყენებული იყო ულტრამარინის პიგმენტი მიწებებული სინთეტიკურ რეზინ ,,Rhodopas”ზე.  ამ აღმოჩენაში პარიზელი ხელოვანი ვაჭარი ედვარდ ადამი დაეხმარა. ოპტიკური ეფექტი ჩადებული იყო პიგმენტის ბრწყინვალებაში, რომელზეც ზეთიანი ფუნჯის გადატარებას ბუნდოვანი ეფექტისკენ მიჰყავდა მხატვარი. კლაინმა შემდგომში დააპატენტა ეს რეცეპტი და ,,წმინდა იდეის ავთენტურობა” უწოდა.  ეს რეცეპტი და ფერი არის ,,ლაპის ლაზულის” (Lapis lazuli – ეს ქვა 6 000 წლის წინანდელია) ფერის იდეის გაცოცხლება. შუა საუკუნეების მხატვრობაში მადონას კაბის დახატვას ამ ფერით ცდილობდნენ ძირითადად. ეს ფერი ცნობილი გახდა როგორც ,,საერთაშოდისო კლაინის ლუჯი” (International Klein Blue ,,IKB”). კლაინის ნამუშევრები 20 სანტიმეტრიანი დაშორებით თავსდება ერთმანეთთან რომ გაიზარდოს სივრცული ორაზროვნება.  გამოფენის ეს ჩვენება საკმაოდ კრიტიკული და კომერციული იყორამაც განაპირობა  გამოფენები პარიზში, ლონდონში, დუსელდორფში.

სიცარიელე

 

მის შემდეგი გამოფენისთვის ,,Iris Clert Gallery” ში (1958) კლაინმა გადაწყვიტა ეჩვენებინა ,,ნებისმიერი არაფერი” (called La spécialisation de la sensibilité à l’état matière première en sensibilité picturale stabilisée, Le Vide (The Specialization of Sensibility in the Raw Material State into Stabilized Pictorial Sensibility, The Void). მან გალერეის სივრციდან მოაშორა ყველაფერი გარდა ერთი დიდი კარადისა, რომელიც მკრთალად შეღება თეთრად, შემდეგ გულმოდგინედ დამუშავებული შესვლის პროცედურა დაგეგმა – გვიან ღამით; გალერიის ფანჯარა შეღბილი იყო ლურჯად, შემოსასვლელში კი ლურჯი ფარდა ეკიდა. შესასვლელთან რესპუბლიკელი დარაჯები იდგნენ, იქვე ლუჯ კოქტეილებთან ერთად. პუბლიკის დიდი მოთხოვნის გამო 3000 ადამიანს რიგში ჩადგომა მოუწია, რომ შესულიყვნენ ამ ცარიელ ოთახში. კლაინი ამბობს: ,,ჩემმა მუშაობამ ფერთან განსაზღვრა საკუთარი თავის მიმართ ბრაზი. ცოტ-ცოტა რომ ეძებო ხარვეზები შენში, გარემოება ბოლოს ბევრ ხარვეზს წარმოგაჩენინებს, ამიტომ გადავწყვიტე ბოლო მომეღო ამ ბრძოლისთვის. ჩემი ნახატები ახლა უკვე ხილულია და მინდა რომ სუფთა და პოზიტიური მანერით ვაჩვენო ხალხს ჩემს შემდგომ პარიზულ, ,,ირის ქლერტის” გამოფენაში.

წლის ბოლოს კლაინი მიიწვიეს გერმანიაში, გლესენკირჩენის ოპერის თავისუფალი ლურჯი ფრესკების გასაფორმებლად. ყველაზე დიდი 20 მეტრი სიგანის და 7 მეტრი სიმაღლის კედელი იყო. ეს ოპერა 1959 წელს გაიხსნა და დიდი მოწონება დაიმსახურა.

კლაინის ორი ბოლო გამოფენა პარიზში იყო ,,აშკარა სიჩქარე და მონოქრომულობის სტაბილურობა” ჟან ტინგლისთან თანამშრომლობით (მის ცნობილ კინეტიკურ ფიგურებთან ერთად) და  ,,რელიეფები ღრუბლისებრ ტყეში” – ამ გამოფენაში მან გამოიყენა ხეში ჩატენილი ქვები (რომლებიც მშობლების ბაღში იპოვა) და IKB ფერი.

ანთროპომეტრიები

უფორმოდ შეფერილი IKB ნახატების მიუხედავად, კლაინი ეძებს სხვადასხვა მეთოდებს, რომ დაურთოს მხატვრობას; თავდაპირველად გორგოლაჭებს, მოგვიანებით ღრუბლებს, რომლებითაც შექმნა სერია ,,მრავალფეროვანი ზედაპირები”. ამ ექსპერიმენტულობამ გზა გაუხსნა მას შიშველი ნატურების ხატვისაკენ. მან დახატა შიშველი ნატურები, მიმოფანტა სასურთო სიბრტყეზე და მათით შექმნა გამოსახულება, ანუ მოდელები გამოიყენა ,,ცოცხალ ბუნჯად”. ამ ტიპის სამუშაოს მან ,,ანთროპომეტრია” უწოდა (Anthropometry). ივის სხვა ნახატებიც აქვს მსგავსი მეთოდებით შექმნილი. მაგალითად ,,ჩანაწერები” რომლებიც შეიცავენ წვიმას – კლაინმა წვიმის დროს სველი ტილო მიამაგრა მანქანას სახურავზე და 70 მილი იარა. წვიმის წვეთებმა საკუთარი კვალი დამჩნიეს მას. აგრეთვე მას ეკუთვნის ,,ტილოები დამწვრობით”- კლაინმა გაზის ცეცხლით გამჭვარტლა და გამურა ტილოები.

კლაინი და არმანი ბოლომდე იყვნენ გადაჯაჭვულები ერთმანეთთან როგორც მეგობრობით ისევე ,,ახალი რეალიზმით”. არმანმა საკუთარ შვილს ივიც კი დარქვა კლაინის საპატივსაცემოდ, რომელიც შვილის ნათლიაც კი იყო. ზოგჯერ ამ ნახატების შექმნა პერფომანსადაც კი იქცეოდა ხოლმე. მაგალითად 1960 წლის საღამო; სადაც მოდელების დავალებასთან ერთად კლაინის დაწერილი მონოქრომული სიმფონია ისმოდა (20 წუთის განმავლობაში ერთი სიმის ერთი გაბმული ნოტის ხმა). პერფომნენსულ პიესებში ,,არამატერიალური გრძნობადი ფერწერული ზონა” (Zones of Immaterial Pictorial Sensibility1959-1962) ის ქალაქში ცვლიდა ცარიელ სივრცე-ფართებს ოქროზე და თვლიდა რომ სიცარიელის შეგრძნება ადამიანს შეიძლება მხოლოდ ძვირფასეულობის გაცვლა-დაკარგვის  შემდეგ გაუჩნდესო. ოქროს ან ძვირფასეულობის მიღების შემდეგ კლაინი ნახევარ ოქროს მდინარეში ყრიდა რომ აღესრულებინა ,,ბუნებრივი ვალი”. დარჩენილი ოქროთი ის ქმნის ახალ სერიას ,,ოქროსფოთლიანი ნამუშევრები”, ვარდისფერთან ერთად, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებს ლურჯი მონოქრომული ნამუშევრების განდიდებას.

Aero ნამუშევრები

კლაინი კარგადაა ცნობილი როგორც ფოტომონტაჟიორი. ,,ნახტომი სიცარიელეში” (Saut dans le vide) ეს ფოტომონტაჟი ასახავს კედლიდან მხტომარე კაცს, რომელსაც მკლავები გადაშლილი აქვს და ტროტუარისკენ ეცემა. ამ ფოტოთი კლაინს სურს გამოსახოს ადამიანი როგორც მოგზაური სივრცეში. ავტორი კიცხავს ,,ნასას” მთვარის ექსპედიციას როგორც მედიდურობას და სისულელეს.  ამ ფოტოს საბოლოო ვარიანტში ავტორს ეს მფრინავი ფიგურა ამოაღებინეს. კლაინის შემოქმედება ბრუნავს zen  (მედიტაცია) ბუდისტური ტერმინის გარშემო. მისი ,,სიცარილე” არის სამყაროთა გავლენა, ნირვანა. მისი აზრით ეს ფოტო უნდა გავიგოთ როგორც ,,ხელოვნების” ნახატი, მუსიკა კომპოზიციის და შინაარსის გარეშე, წიგნი სიტყვების გარეშე. კლაინს სურდა რომ მისი ნამუშევრები მისი მიღმური ბუნების – არყოფნის ანაბეჭდი ყოფილიყო. ავტორის აზრით მისი შემოქმედება უნდა გავიგოთ როტორც თეორიულ-სახელოვნებათმცოდნეო, ასევე ფილოსოფიურ-მეტაფიზიკურ ჭრილში. მან სცადა რომ აუდიენციის გამოცდილება ისე გამოეყენებინა, რომ იდეა ნახვისთანავე ეგრძნოთ, უკეთეს შემთხვევაში კი გაეგოთ-გაეანალიზებინათ.

უკანასკნელი წლები

კლაინი საგამოფენო დარბაზ Club Solitaire-ში საკუთარ გამოფენაზე შეხვდა კრიტიკოს პიერ რესტანის, სადაც ოფიციალურად ჩამოყალიბდა ,,ახალი რეალიზმის” ჯგუფი 1960 წლის 27 ოქტომბერს.  დამფუძნებლები იყვნენ: არმანი, ფრანც დუფრე, რეიმონდ ჰაინსი, ივ კლაინი, მარტიალ რეისე, დენიელ სპოერი, ჟან ტინგლი და ჟაკუს ვილეჯი  ნიკი დე სენ-ფალთან, ქრისტო და დეშამპთან ერთად, რომლებიც ბოლოს შეუერთდნენ მათ. ჯგუფის ძირითადი მიზანი ,,ახალი რეალიზმი” – გულისხმობდა ახლებურ მიდგომებს განსაზღვრული რეალობის მიმართ.

1962 წელს კლაინი ცოლად ირთავს როტრუტ უიკერს პარიზში. მისი ბოლო ნამუშევრები საფრანგეთის გეოფიზიკურ რელიეფებზეა აგებული. 1962 წლის 6 ივნისს საღამოს ფილმის ყურებისას (რომელშიც თვითონაც მონაწილეობდა – Mondo Cane) სამი მოულოდნელი გულის შეტევა მიიიღო რის შედეგადაც გარდაიცვალა. მისი შვილი ივი, მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში დაიბადა.

ავტორი: დათო ნადირაძე

გამოყენებული სტატიები:

  • McEvilley, T. Yves Klein: Messenger of the Age of Space. Artforum 20, no.5. January, 1982. pp. 38-51.
  • See also at YvesKleinArchives.org a 1998 sound excerpt of The Monotone Symphony (Flash plugin required), its short description, and Klein’s“Chelsea Hotel Manifesto” (including a summary of the 2-part Symphony).
  • Quoted in Hannah Weitemeier, Yves Klein, 1928-1962: International Klein Blue, Original-Ausgabe (Cologne: Taschen, 1994)
  • Yves Klein, Weitemeier, Taschen, 2004

კომენტარები

კომენტარი