კინო

რუსუდან გლურჯიძის ფილმი რაბათის გრან პრის მფლობელი გახდა

რუსუდან გლურჯიძის ფილმს “სხვისი სახლი” კიდევ ერთ ჯილდო ერგო. იგი რაბათის 22–ე საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის გრან პრის მფლობელი გახდა. ჯილდო მაროკოს მეფის, ჰუსეინ მე–2–ის სახელობისაა:

Image may contain: 1 person, indoor

შეგახსენებთ, რომ ფილმი 1990-იანი წლების საქართველოს ეხება. სიუჟეტი ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორ ოჯახზე შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.

“სხვისი სახლი” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი