არქიტექტურა, არქეოლოგია

9 მილიონი დოლარი მინიმალისტური ტაძრის გადასარჩენად

ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობა კიდევ ერთხელ ემუქრება განადგურებით მიეს ვან დერ როჰეს იკონურ, 1951 წელს აშენებულ ფარნსვორთის სახლს ილინოისის შტატში, აცხადებს მისი აღმასრულებელი დირექტორი. „საბედნიეროდ, მიეს ვან დერ ჰოლეს სახლის მთელი ავეჯი საწყობშია. რაც ახლა არის სახლში, ესაა ედით ფარნსვორთის [სკანდინავიური და იტალიური მოდერნის] ავეჯის ფაქსიმილეეები“ – ამბობს სკოტ მაჰაფი.

ჩიკაგოელი ედით ფარნსვორთის დაკვეთით აშენებული სახლის დამცველები ადიდებენ მას, როგორც მინიმალისტურ ტაძარს, რომელიც დიალოგშია მის წყლოვან და მცენარეულ გარემოსთან, რამდენადაც მისი თხელი თეთრი ფოლადი ქმნის კონტრასტს მის გარშემო არსებული ხეების მუქ ფერთან. 1996 წლის  წყალდიდობამ ასევე დააზიანა სახლი და მასში არსებული ხელოვნების ნაწარმოებები, მათ შორის ენდი უორჰოლის მიერ შესრულებული ელიზაბეთ ტეილორის პორტრეტი წყალში ტივტივებდა.

აშშ-ს ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული უწყება მსჯელობს მისი შენარჩუყნების გზებზე და ცდილობს თანხების მოზიდვას. ერთ-ერთი ვარიანტია ისეთი ტექნიკის დაყენება, რომელიც რვა ფუტის სიმაღლეზე აწევს სახლს, როცა საჭირო იქნება, თუმცა ის დაახლოებით 7-9 მილიონი დოლარი ჯდება.

კომენტარები

კომენტარი