კინო

ქართულმა ფილმმა “8 წუთი” ყველაზე გლობალური კონკურსი მოიგო

“8 წუთი” ყველაზე გლობალური – მანჰეტენის კინოფესტივალის გამარჯვებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ქართულმა ფილმმა მთავარი ჯილდო – ოქროს მედალი მიიღო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 100 000-მა კინომოყვარულმა საუკეთესო ფილმად სწორედ – “8 წუთი” დაასახელა. ფილმის რეჟისორები გიორგი გოგიჩაიშვილი და დათო აბრამიშვილი არიან, სცენარისტები – ზაზა კოშკაძე და მარი ბექაური, ხოლო პროდიუსერები – გეგა ხმალაძე და მაგდა დათუაშვილი.

“8 წუთმა” მანჰეტენის ათ ფინალისტს შორის მოხვედრით ოსკარის კვალიფიკაცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი