საშემსრულებლო ხელოვნება

5 საუკეთესო საგამოშვებო სიმღერა ბოლო ზარისთვის

მაილი საირუსის 2009 წლის ქანთრი-პოპ ბალადა – “The Climb” (ასვლა) სატელევიზიო სერიებიდან „Hannah Montana“ არამხოლოდ ამ შოუს თაყვანისმცემლებშია პოპულარული: „მე ვრჩებოდი… უამრავ სხვადასხვა სახის რადიოში“, ამბობს საირუსი 2010 წლის ინტერვიუში. „მე ვხვდებოდი ყველას. ვხვდებოდი 3 წლის ბავშვებს, ვხვდებოდი 30 წლის ადამიანებს, ვხვდებოდი 80 წლის მოხუცებს… მე იმდენი განსხვავებული ტიპის თაყვანისმცემელი მყავს“.

Nickelback-ის 2005 წლის ბლოკბასტერის All the Right Reasons შვიდი ჰიტიდან უდიდესი არის „ფოტო“, ბალადა შექმნილი სპეციალურად იმისათვის, რათა გადაფურცლო წარსული წლები და გაიხსენო პირველი კოცნა. მაგრამ ის ასევე აჩვენებს ჯგუფის მხიარულ მხარეს სიმღერის შესავალ სტრიქონებში, ალუზიებით იმ ტიპის თავშესაქცევ აქტივობაზე, რომელიც თვალებს აწითლებს და უკვდავი პოპ შეკითხვით: „რა ჯანდაბაა ჯოუის თავზე?“.

“I Can” (შემიძლია) – ეს ბავშვების დახმარებით შესრულებული სიმღერა Nas-ის 2002 წლის ალბომიდან „ღვთის ძე“, წარმოადგენს სანახევროდ შთამაგონებელ საგალობელს, სანახევროდ კი გამაფრთხილებელ მოთხრობას, რომლითაც Nas ასწავლის „გეტოს ბავშვებს აკეთონ თავიანთი საქმე“ და თან უყვება მათ აფრიკის ისტორიას. „ასეთი სიმღერა დამეხმარა მე, რადგან მე მყავს გოგონა“, თქვა Nas-მა 2007 წელს, „და რადგან მე ვქმნი უამრავ მუსიკას, რომელიც, როცა ის იყო უფრო პატარა, არ მინდოდა მოესმინა, მე ვალდებული ვიყავი შემექმნა მისთვის და სხვა ბავშვებისთვის რაღაც, რაღაც ნამდვილი, რაღაც ნამდვილი, რაც მათ ინტერესებს და გემოვნებას შეესაბამებოდა, რათა მეჩვენებინა, რომ მე ვზრუნავდი მათზე“

ერთი წლის შემდეგ, რაც ნატაშა ბედინგფილდი ცნობილი გახდა მშობლიურ ინგლისში, მისი სადებიუტო ალბომის „დაუწერელის“ (2004) ამავე სახელწოდების პირველი სიმღერა გახდა მისი პირველი ჰიტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებში მუსიკალური ჩარტების ათეულში მოხვდა თავისი შთამგონებელი, ამერიკის სამხრეთ შტატების ევანგელური საგალობლების ჟანრის მისამღერით, რომელიც მომავლის ფართოდ გახსნილ პოტენციალს ეხება. ბედინგფილდმა ეს სიმღერა დაწერა ჯგუფ New Radicals-ის წევრ დენიელ ბრაისბოისთან ერთად.

სიმღერაზე – “Good Riddance (Time of Your Life)” (რა ბედნიერებაა (შენი ცხოვრების დრო)), 2010 წელს Green Day-ის მომღერალმა ბილი ჯო არმსტრონგმა თქვა – „პირველად იყო, როცა ვცადეთ ბალადის დაწერა. პირველად ეს სიმღერა ვიმღერეთ ნიუ ჯერსიში  – მე მომიწია სასწრაფოდ ლუდის გადაკვრა კულისებში, რათა მხნეობა მომეკრიბა. მე ვიცოდი, რომ პომიდვრებს მივიღებდით სახეში”. ქედმაღალმა პანკებმა ეს სიმღერა 1994 წლის ალბომში არ შეიტანეს, რადგან იგი ძალიან განსხვავდებოდა დანარჩენი რეპერტუარისგან, მაგრამ საბოლოოდ ის შევიდა 1997 წლის ალბომში და მალევე გახდა პოპ კულტურის ჰიტი, რომელიც უთვალავ საგამოშვებო ღონისძიებებზე გაჟღერდა.

კომენტარები

კომენტარი