საშემსრულებლო ხელოვნება

5 საუკეთესო კომპოზიცია Paul Kalkbrenner-ისგან

როგორც მოგეხსსენებათ, ღონისძიებათა სერია Monument-ის მასპინძლობით, 6 მარტს, თბილისს პირველად ეწვევა ლეგენდარული გერმანელი არტისტი Paul Kalkbrenner.

მუსიკოსი, რომელიც საკუთარი “ლაივ აქტებით” გამოირჩევა და რომლის ანგარიშზე არაერთი პრესტიჟული ჯილდოა, ელექტრონული მუსიკისა და კულტურის ერთ-ერთი უნიკალური და უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

გერმანელ არტისტს ამ დროისთვის 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, არის მუსიკალური ჩარტების მუდმივი ლიდერი, ის ისეთი ფესტივალების ჰედლაინერია როგორებიცაა: Tomorrowland (ბელგია), Lollapalooza (საფრანგეთი, დანია), Coachella (ა.შ.შ), Ultra Miami (ა.შ.შ), Glastonbury (დიდი ბრიტანეთი), Exit Festival (სერბეთი) და ა.შ.

სანამ 6 მარტს ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავს თბილისში, Warehouse 7/მე-7 პავილიონში მოვუსმენთ, გთავაზობთ იმ 5 საუკეთესო ტრეკს, რომელიც მუსიკოსს ეკუთვნის.

  1. “Part Twelve” – 2 თვის წინ ატვირთული რგოლია, რომელსაც მილიონზე მეტი ნახვა აქვს

2. “Azure” – შესულია ყველაზე მოსმენადი ტრეკების ხუთეულში

3. “Chrono” – მუსიკოსის პირველი სოლო EP-ის სახელობითი ტრეკია, რომელიც ახლაც ძალიან თანამედროვედ ჟღერს

4. “Feed Your Head” 4 წლის წინ გამოსული ვიდეოა, რომელსაც ახლაც აღმოაჩენთ Spotify-ს ფლეილისტში.

5. “Sky & Sand” ­ – “Berlin Calling”-ის საუნდტრეკი, რომელიც 121 კვირის განმავლობაში რჩებოდა ჰიტ-აღლუმებში.

დეტალური ინფორმაციისთის ეწვიეთ ბმულს.

კომენტარები

კომენტარი