ვიზუალური ხელოვნება

5 მხატვარი, რომელთან ურთიერთობასაც არ ისურვებდით

მიქელანჯელო (1475-1564), რომელმაც სიქსტის კაპელა მოხატა, იყო ერთ-ერთი იღბლიანი ხელოვანი, რომელიც სიცოცხლეშივე გახდა ცნობილი. თუმცა, მისი სიმდიდრის მიუხედავად, მიქალენჯელო ძალიან უყურადღებო გახლდათ ჰიგიენის თვალსაზრისით. ის აშკარად არასოდეს ბანაობდა და იშვიათად იცვლიდა ტანისამოსს. ამბობენ, რომ სიკვდილის შემდეგ, ტანსაცმელი ძლივს გახადეს. ეს ალბათ 500 წლის წინათ იყო, მაგრამ მაინც საზიზღრობად ითვლებოდა.

კარავაჯო (1571-1610) რაღაცეებს თავისებურად აკეთებდა, რაც ოდნავ მეტად არაორთოდოქსული (და ძალადობრივი) იყო, უმრავლესობასთან შედარებით. ის ცხოვრობდა თავისი რთული და მკაცრი ღირსების კოდექსით, რომლის თანახმადაც, არასწორ ნაბიჯებს მოჰყვებოდა უცნაურად სპეციფიკური ფიზიკური სასჯელები. მაგალითად, რომაელ ოფიციანტს, რომელიც საჭმელთან დაკავშირებით კითხვას უსვამდა, მან თეფში სახეში შეაზილა. ასევე კარავაჯო ღამით აედევნა და ხმლით თავს დაესხა მხატვარს, რომელმაც ზურგსუკან შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლ გოგენს  (1848-1903), რომელმაც მოგვიანებით გავლენა მოახდინა ანრი მატისსა და პაბლო პიკასოზე, ვინსენტ ვან გოგთან ცვალებადი ხასიათის მეგობრობა აკავშირებდა. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ გოგენმა მოაჭრა ყური ვან გოგს ფარიკაობისას. გოგენი დახელოვნებული მოფარიკავე გახლდათ და შესაძლოა ვან გოგის ყური მას არ მოუჭრია, მაგრამ იგი ნამდვილად საშიში ვინმე იყო ხმლით ხელში.

კლოდ მონემ (1840-1926) სახელი გაითქვა წყლის შროშანებისა და სხვა იდილიური ბუნებრივი სცენების მშვენიერი ნახატებით, თუმცა მან ხატვა დაიწყო შეურაცხმყოფელი კარიკატურებით. მონე იყო მეამბოხე სტუდენტი, რომელიც ხშირად ხატავდა მასწავლებლების და ამხანაგების კარიკატურებს.

პაულ კლეე (1879-1940) იყო ძალიან გავლენიანი ხელოვანი, რომლის მაღალი დონის, გამორჩეული ნაწარმოებები მოიცავდა კუბიზმს, სიურრეალიზმს და სხვა სახელოვნები მოძრაობებს. მისი ბრწყინვალე ნამუშევრები ხშირად იყო ჯადოსნური და ბავშვური. როგორც ჩანს, კლეე მუდამ სიხარულს არ ანიჭებდა ადამიანებს. სკოლაში ის საკმაოდ უხეში ყოფილა. თავის დღიურში იგი იხსენებს გოგონას, „რომელიც არ იყო ლამაზი და ატარებდა სამაგრებს მისი დაგრეხილი ფეხების გასასწორებლად“, პაულმა კი ის განზრახ წააქცია მინდორში.  

კომენტარები

კომენტარი