შემოქმედებითი ინდუსტრიები

„სიმპსონები“ არ წინასწარმეტყველებს კორონავირუსს

„სიმპსონების“ 1993 წლის სერიის სცენარის თანაავტორი ბილ ოუკლი აცხადებს, რომ მულტფილმის მიერ კორონავირუსის წინასწარმეტყველების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. „არ მომწონს ამის გამოყენება მდაბალი მიზნებისთვის. იდეა, რომ ვიღაც არასწორად გაიგებს მას, რათა კორონავირუსი წარმოაჩინოს, როგორც აზიური შეთქმულება, საშინელია.“

ოუკლი აგრძელებს: „მიზანი იყო იმის აბსურდულობის იმის ჩვენება, რომ ვიღაცას შეეძლო ჩახველება ყუთში და ვირუსი გაძლებდა ექვსიდან რვა კვირამდე ამ ყუთში. ეს მულტფილმის რეალობაა. ჩვენ განზრახ გავაკეთეთ ისე, რომ ეს მულტფილმის რეალობა ყოფილიყო, ჩვენ გვსურდა ეს ყოფილიყო სულელური და არა საშინელი და არ ეტარებინა რომელიმე იმ ცუდი ასოციაციებიდან, სწორედ ამიტომ იქცევა ვირუსი, როგორც მულტფილმის პერსონაჟი და მოქმედებს უკიდურესად არარეალისტურად“

ბილ ოუკლი

ოუკლი, რომელმაც ჯოშ ვაინშტაინთან ერთად დაწერა „სიმპსონების“ სცენარი, მულტფილმის მიერ მსოფლიო მოვლენების თითქოსდა წინასწარმეტყველებას ასე ხნის: „ეპიზოდები ისე ძველია, რომ ისტორია მეორდება“ – და აღნიშნავს, რომ ოსაკას გრიპი უფრო მეტად შეიძლება შავადაროთ ჰონგ კონგის 1968 წლის გრიპს.

კომენტარები

კომენტარი