კინო

28 დეკემბერს კინოს საერთაშორისო დღე გაიმართება

28 დეკემბერს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე ადმინისტრაციულ კორპუსში (აღმაშენებლის გამზ.40) გაიმართება კინოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება.

დღის პირველი ნახევარი (13:00-16:00) დაეთმობა ქველმოქმედებას. ჩვენი სტუმრები იქნებიან „რწმენა – მიუსაფარ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრი“-ის აღსაზრდელები.

გაიმართება უნივერსიტეტის მუზეუმში კინოჩვენება, ამ ყველაფერს გაუძღვება ანიმატორი და დასაჩუქრდებიან ბავშვები.

დღის მეორე ნახევარში (17:00-20:00) დაიწყება კონცერტი, სადაც წორმოდგენილები იქნებიან ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც შეასრულებენ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს.

დღის ბოლოს (21:00-01:00) გვეყოლება სპეციალურად მოწვეული ელექტრონული მუსიკის არტისტები.

კომენტარები

კომენტარი