ვიზუალური ხელოვნება

20 მილიონი დოლარი პიკასოს ნახატის გახვრეტისთვის

ორი წლის წინ სახელოვნებო კოლექციონერმა – სტივ უინმა პაბლო პიკასოს კანვასი ნიუ იორკის ქრისტის აუქციონიდან მოხსნა, მას შემდეგ, რაც მას 20 მილიონი დოლარის ღირებულების ზიანი მიადგა მისი გახვრეტის გამო. სადაზღვევო კომპანიამ ქრისტის აუქციონს აუნაზღაურა ზარალი, მას შემდეგ, რაც აუქციონმა გადაუხადა უინს თანხა, ახლა კი ეს კომპანია კონტრაქტორს უჩივის სასამართლოში, რადგან ამ უკანასკნელმა ვერ დაიცვა ნახატი დაზიანებისგან მისი დაუდევრობის გამო. 

სამხატვრო ბიზნესის –  T.F. Nugent-სგან სტედფასტის სადაზღვევო კომპანია 18,4 მილიონი დოლარის ანაზღაურებას ითხოვს იურიდიული მომსახურების თანხებთან ერთად. პიკასოს ნახატი – Le Marin, რომელიც მხატვრის 1943 წლის ავტოპორტრეტია, იყო ერთ-ერთი მაღალი რანგის ნამუშევარი, რომელიც უინმა წარადგინა გასაყიდად 2018 წლის მაისში. ავტოპორტრეტის გასაყიდ ფასად სახელდებოდა 70 მილიონი დოლარი, სავარაუდოდ.

კომენტარები

კომენტარი