კულტურა

20 აპრილიდან 25 მაისამდე საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ გაიმართება

2017 წლის 20 აპრილიდან 25 მაისამდე რიგით მე-12 საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ გაიმართება.

ღონისძიების დეტალებზე  კულტურის სამინისტროში სპეციალური პრეკონფერენცია გაიმართა, რომელსაც   უძღვებოდნენ კულტურის სამინისტროს რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო, თბილისის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ია მაქაცარია, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი იანო ალიბეგაშვილი, დამფუძნებელები და ორგანიზატორები მანანა ხვედელიძე და ირინა სახამბერიძე, ცნობილი იტალიელი ბანი ფრანჩესკო ელეროდ’არტენია და ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლები.

რიგით მე-12 საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ეძღვნება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავსა და უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ილია II-ს აღსაყდრების 40 წლისთავის საიუბილეო თარიღებს.

ფესტივალის ფარგლებში კონცერტები გაიმართება როგორც თბილსში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ფესტივალის სამხატვრო ხელძღვანელია იტალიაში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი მომღერალი იანო თამარ ალიბეგაშვილი, საპატიო მრჩეველი, აშშ-ში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია; ორგანიზატორი „არტ +“.

ფესტივალის მუდმივი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.

ფესტივალის პარტნიორები: იტალიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეთის თეატრი, თვითმმართველი ქ. თელავის მუნიციპალიტეტის მერია, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

თბილისის საფესტივალო კონცერტები:

20 აპრილი -ფესტივალის საზეიმო გახსნა. გალა კონცერტი ჯ. კახიძის სახ. თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი. მონაწილეობენ ქართული და მსოფლიო საოპერო ხელოვნების ვარსკვლავები, პირველად თბილისს ესტუმრება საოპერო ბანი იტალიიდან ფრანჩესკო ელერო დ’არტენია. მონაწილეობენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო კაპელა, დირიჟორი – ვახტანგ კახიძე. დას.:19.30

23 აპრილი – ოპერის თეატრი. ვ. ბელინი – „ნორმა“ ( საქართველოში ოპერის პირველი საკონცერტო შესრულება). მონაწილეობენ: იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, ზორან ტოდოროვიჩი (გერმანია), ფრანჩესო ალერო დ’ არტენია (იტალია), ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი, დირიჟორი-ხოსე ლუის გომესი (ესპანეთი). დას.:20.00

3 მაისი – მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. ეროვნული საშემსრულებლო ხელოვნების ახალგაზრდა შემსრულებლების გალა-კონცერტი. მონაწილეობენ: კონსერვატორიისსამუსიკოსემინარიის, ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“, ე. მიქელაძის სახ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეები. დას.:16.00

23 მაისი – კონსერვატორიის დიდი დარბაზი. საქართველოს სახ. კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“. სოლისტი ქეთევან ბადრიძე ( ფორტეპიანო, აშშ.), სანდრო სიდამონიძე ( ჩელო, აშშ.).

დას.:19.00

 

რეგიონების საფესტივალო კონცერტები:

 

30 აპრილი – თელავი, ვაჟა ფშაველას სახელობის სახ. დრამატული თეატრი.  კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას საიუბილეო საღამო. მონაწილეობენ; ქართული პროფესიული სცენის ცნობილი შემსრულებლები.

დას.:18.00

24 მაისი – ქუთაისი.  ოპერის თეატრი. საქართველოს სახ. კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“. სოლისტი ქეთევან ბადრიძე ( ფორტეპიანო, აშშ.), სანდრო სიდამონიძე ( ჩელო, აშშ.). დას.:19.00

25 მაისი – ბათუმი. ხელოვნების და მუსიკის ცენტრი. საქართველოს სახ. კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“. სოლისტი ქეთევან ბადრიძე ( ფორტეპიანო, აშშ.), სანდრო სიდამონიძე ( ჩელო, აშშ.).დას.:18.00

 

 

კომენტარები

კომენტარი