ლიტერატურა

10 დეკემბერს გივი ალხაზიშვილის პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება

10 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე წიგნის სახლში ბახტრიონზე გაიმართება გივი ალხაზიშვილის ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაცია.

ახალი წიგნი – “რჩეული” ერთგვარად საიუბილეო ხასიათისაა, რადგანაც მისი პირველი კრებულის გამოსვლიდან 50 წელია გასული.

პრეზენტაციაზე შესაძლებელი იქნება წიგნის შეძენა.

გივი ალხაზიშვილმა საშუალო სკოლა დაამთვარა 1961 წელს ქუთაისში. ამავე წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1969 წელს დაამთავრა. 1963-66 წლებში გაამწესეს რუსეთის ჯარში, ანტისაბჭოური პროპაგანდისათვის. მისი ლექსები იბეჭდებოდა 60-იანი წლებიდან საუნივერსიტეტო გაზეთში, ალმანახ “პირველ სხივში”, “ახალგაზრდა კომუნისტში” და “ცისკარში”. პირველი კრებული “ლექსები” გამოსცა გამომცემლობა “მერანმა” 1972 წელს, ნიკა აგიაშვილის დიდი დახმარებით, რადგან წიგნი “მერანის” მაშინდელმა მთავარმა რედაქტორმა გროგოლ ჩიქოვანმა დააპატიმრა თავის კაბინეტში და თვითონ ექვსთვიან შემოქმედებით მივლინებაში წავიდა. ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ კრებულში არ იყო არც ერთი სოციალისტური ლექსი, რასაც გრიგოლ ჩიქოვანი დაჟინებით ითხოვდა. ნიკა აგიაშვილი, მაშინ მთავარ რედაქტორს ცვლიდა დროებით და მან გამოიტანა კაბინეტში ჩაკეტილი წიგნი, მოაწერა ხელი და გაუშვა დასაბეჭდად.

 

 

კომენტარები

კომენტარი