კინო

ჰოლი ბერი ეცდება მთვარისგან გვიხსნას

ჰოლი ბერი ითამაშებს როლანდ ემერიხის ფილმში – „მთვარის ვარდნა“. რეჟისორი, როგორც ჩანს, აშკარად ცნობილს სახეებს აგროვებს თავისი ფილმისათვის, გასულ კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯოშ გედიც ითამაშებს ფილმში, რომელიც მოგვითხრობს როგორ წყდება მთვარე ორბიტას და ემუქრება დედამიწას განადგურებით, ადამიანთა ერთი ჯგუფი კი ცდილობს გვიხსნას სასტიკი სიკვდილისგან.

 ბერი თამაშობს NASA-ს ასტრონავტს და ადმინისტრატორს, რომელსაც წინა კატასტროფისგან გამოცდილება აქვს, მაშინ როცა ჯოშ გედი თამაშობს უცნაურ გენიოსს, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა, რომ მთვარე ვარდებოდა.

ემერიხმა დაწერა სცენარი ჰარალდ კლოზერსა და სპენსერ კოჰენთან ერთად და იმედს გამოთქვამს, რომ კამერებს შემოდგომაზე ჩართავს, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით. რაც შეეხება ჰოლი ბერის, იგი აგრძელებს მუშაობას თავის სარეჟისორო დებიუტზე – „ჩალურჯებული“, რომლის გამოშვების თარიღი ჯერ არ დასახელებულა.  

კომენტარები

კომენტარი