საშემსრულებლო ხელოვნება

ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავი – Missy Elliott დაურედაქტირებელ ვიდეოს აქვეყნებს

იკონური ჰიპ-ჰოპ მომღერალი – Missy Elliott სოციალურ მედიაში აქვეყნებს დაურედაქტირებელ მასალას თავისი კლიპიდან „Cool Off“, რათა აჩვენოს რამდენად შთამბეჭდავები არიან მისი მოცეკვავეები.

ვიდეოში ვხედავთ მოცეკვავეებს, რომლებიც მთელი სიმღერის განმავლობაში ცეკვავენ შეუჩერებლად, ესაა სამწუთნახევრიანი საცეკვაო წვეულება, სიცოცხლით სავსე კლიპში მოცეკვავეები სიამაყით ახდენენ თავიანთი ტალანტის დემონსტრირებას, ამოძრავებენ ფეხებს და გამომწვევად არხევენ თეძოებს სწრაფი ტემპის ენერგიული მუსიკის ფონზე. თავად ჰიპ-ჰოპ მომღერალიც ცეკვავს მათთან ერთად, ისინი ბოლომდე იხარჯებიან და უბრალოდ მათი ყურებაც კი ოფლს გვადენს.

 „კადრები ჩემი ვიდეოკლიპის – „Cool Off“-ის კულისებიდან: უყურეთ მოცეკვავეებს თავიდან ბოლომდე რედაქტირების გარეშე“ – წერს მომღერალი პოსტში. „Cool Off“ შესულია Missy Elliott-ის 2019 წლის ალბომში ICONOLOGY და კლიპმა სოციალურ მედიაში თავისი საცეკვაო „ჩელენჯიც“ (რაიმე ქმედების გამეორებისკენ მოწოდება – გამოწვევა) კი წამოიწყო.

კომენტარები

კომენტარი