საშემსრულებლო ხელოვნება

ჯოჯოხეთში მერილინ მენსონთან ერთად

სკანდალურად ცნობილი მომღერლის – მერილინ მენსონის ფოტოგრაფი პერუ ამზადებს ახალ წიგნს ვოკალისტზე, რომლის სათაური იქნება „21 წელი ჯოჯოხეთში“ და ივნისში გამოვა. მასში მენსონის 350-ზე მეტი ფოტო იქნება , კონცეპტუალური პორტრეტების, სცენისმიღმა და სასცენო კადრების და ჩათვლით. ფოტოგრაფი მენსონს შეხვდა 1998 წელს და 21 წლის განმავლობაში მასთან მუშაობს.

განცხადებაში ვკითხულობთ: „“21 წელი ჯოჯოხეთში“ ასახავს მენსონს და პერუს მუსიკოსის მსოფლიო ტურნეებზე, კადრებით მსოფლიოს გარშემო მოსკოვიდან ბერლინამდე, ლონდონის ღამის კლუბებსა და მენსონის სახლში ლიქიორის მაღაზიის ზემოთ, სანტა მონიკას ბულვარში.“

პერუ ასევე ამატებს: „ბოლო 21 წელი მენსონის სტრატოსფეროში ჩაყვინთვა და ამოყვინთვა იყო ბინდბუნდი – ადამიანები, ღონისძიებები და ადგილები შედიან და გადიან ფოკუსიდან. ადრეული წლები უფრო თავგზაამბნევი იყო, ვიდრე მომდევნო“.

წინა თვეში მენსონის კოლაბორატორმა – შუტერ ჯენინგსმა განაცხადა, რომ მენსონის ახალი ალბომი დასრულებულია და „შედევრია“.

კომენტარები

კომენტარი