კინო

ჯორჯ მარტინი: თუ “ჩერნობილი” Emmy-ს ჯილდოებს არ მიიღებს, ჰოლივუდში სამართალი ე.ი. არ არსებობს”

ამერიკელი მწერალი და სცენარისტი ჯორჯ მარტინი HBO-ს მინისერიალ “ჩერნობილს” ეხმიანება.

როგორც მწერალი ტვიტერზე წერს, თუ მინისერიალი Emmy-ს ჯილდოს არ მიიღებს, ე.ი. ჰოლივუდში სამართალი არ იქნება.

“ერთიანად ვუყურე HBO-ს ჩერნობილს. ამაღელვებელი და გულისმომკვლელია. თუ “ჩერნობილი” Emmy-ს ჯილდოებს არ მიიღებს, ე.ი. ჰოლივუდში სამართალი არ არსებობს. განსაკუთრებულად აღვნიშნავ უნიჭიერეს ჯარედ ჰარისს, მისი შესრულებაც საოცარი იყო”.

შეგახსენებთ, რომ “ჩერნობილი” 2019 წლის 5 ეპიზოდიანი სერიალია, რომელიც HBO-მ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურში 1986 წელს მომხდარ კატასტროფაზე გადაიღო. სერიალი მალევე მოექცა IMDB-ის სათავეში და რეიტინგით ისეთ პოპულარულ სერიალს გაუსწრო, როგორიცაა “სამეფო კარის თამაშები”.

კომენტარები

კომენტარი