საშემსრულებლო ხელოვნება

ჯონ მეიერი სტივი უანდერს დაბადების დღეს უჩვეულო ისტორიით ულოცავს

სტივი უანდერის 70-ე დაბადების დღეზე, ჯონ მეიერი აზიარებს ისტორიას მომღერალზე:

„რამდენიმე წლის წინ, მეგობრებმა სადილზე დამპატიჟეს ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად. შესვლისას დავინახე სტივი იჯდა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, რამდენიმე მაგიდის იქეთ იმ ადგილიდან, სადაც ჩვენ ვიჯექით. სადილის ბოლოს, როდესაც ტორტი შემოიტანეს და ჩემის სუფრიდან დაიწყეს დაბადების დღის სიმღერა, მე გავიხედე და ვნახე, რომ სტივი ვანდერი ჰყვებოდა სიმღერას“. მეიერი აზიარებს ინსტაგრამზე ფოტოსაც, სადაც იგი სტივი ვანდერის გვერდითაა.

ის ასევე ამბობს: „ამ მომენტმა ჩემზე მოახდინა შთაბეჭდილება არამხოლოდ როგორც სიკეთემ, რომელიც მან ოთახის ერთი ნაწილიდან მაჩენა, არამედ როგორც გაკვეთილმა იმ ტიპის სიხარულზე, რომელიც შესაძლებელია გაიზიარო სხვებთან ერთად, როცა მათ სიმღერას უერთდები.“

მეიერმა თქვა, რომ ამ გამოცდილების შემდეგ იგი რესტორანში ნებისმიერის დაბადების დღის სიმრერას ჰყვება.

„სტივი, დღეს მე ვმღერი შენი საყვარელი ადამიანებთან ერთად ამ შენს ძალიან განსაკუთრებულ დღეს“. – ამატებს ჯონი.

კომენტარები

კომენტარი