კულტურა

წარმოგიდგენიათ, რამდენი წლის გახდა ჯენიფერ ენისტონი?

ყველასთვის საყვარელი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი 51 წლის გახდა. მან კარიერა ამერიკულ სითკომში ,,Friends’’- ში დაიწყო და მალევე მთელს მსოფლიოში გახდა პოპულალური. სერიალის მიმდინარეობისას ამერიკაში ტრენდიც კი შეიქმნა, რადგან ყველა გოგო ცდილობდა, რომ მას დამსგავსებოდა.

ჯენიფერ ენისტონზე ხშირად ხუმრობენ, რომ მას დრო ვერაფერს აკლებს. დაბადების დღესთან დაკავშირებით მსახიობმა თავის ინსტაგრამ გვერდზე ფოტოები განათავსა, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ 51 წლის ასაკშიც ის შესანიშნავ ფორმაშია.

ჯენიფერისთვის წელი ძალიან კარგად დაიწყო. მან ტელესერიალებში მონაწილე საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო მიიღო. ,,The Morning Show’’ -მ წელს ბევრი აპლოდისმენტი დაიმსხურა და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ჯენიფერ ენისტონია.

მისი დაბადების დღე მისი პერსონაჟის რეიჩელ გრინის საუკეთესო მეგობარს მონიკა გელერსაც არ გამოპარვია. ცნობილია, რომ ჯენიფერ ენისტონი და კორტნი კოქსი ,,Friends’’-ის მიღმაც მეგობრობდნენ.

მსახიობი კორტნი კოქსი ამ ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ბევრს ეცდები… ქვეყნად მხოლოდ ერთადერთი ჯენიფერ ენისტონი არსებობს. გილოცავ, ჩემო მეგობარი, მიყვარხარ.’’

კომენტარები

კომენტარი