შემოქმედებითი ინდუსტრიები

ჯგუფმა “LOUDspeakers”-მა ახალი სიმღერა გამოუშვა

ჯგუფმა „LOUDspeakers”-მა ახალი სიმღერა გამოუშვა. მუსიკალურ ნამუშევარს  „LEARN TO FEEL” ჰქვია.  ჯგუფის წევრების განცხადებით,  ისევე როგორც ჯგუფის ყველა კომპოზიცია, ახალი სიმღერაც  აზრობრივ დატვირთვას ატარებს.

“დატვირთვა ჩვენი  მუსიკის განუყოფელი ნაწილია, ხშირად ეს იდეა შეიძლება მუსიკაზე მნიშვნელოვანიც გახდეს, რადგან სწორედ ეს განაპირობებს იმ მუსიკის შექმნას, რასაც ჩვენ ვქმნით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს მსმენელთან ურთიერთობაა. ასევე,  იმ ემოციების და შეგრძნებების ურთიერთგაცვლა, რასაც ჩვენი  მუსიკითა თუ ტექსტებით ვახერხებთ”,- აცხადებს “არტნიუსთან” ჯგუფის წარმომადგენელი სანდრო წიკლაური.

ჯგუფი „LOUDspeakers”   ახალი სიმღერის მეშვეობით არამხოლოდ სხვა ადამიანებს, არამედ საკუთარ თავსაც მოუწოდებს, რომ  ჩარჩოებისაგან და კომპლექსებისაგან გათავისუფლება აუცილებელია, ვინაიდან ეს ყველაფერი წინსვლას და თვითგანვითარებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს.  ჯგუფი ახალი ნამუშევრით მსმენელს მოუწოდებს, ემოციების უკეთ შეგრძნება  და სწორად გამოხატვა შეძლონ, ასევე ფიქრებისა და აზრების სწორად გადმოცემა.

 

 

კომენტარები

კომენტარი