საშემსრულებლო ხელოვნება

ჯგუფი ,,The Real Thing”: ალტერნატიული ლივერპულელი ოთხეული

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ქალაქი, ლივერპული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუსიკით სუნთქავს. მთელ ქალაქში ლეგენდალური ლივერპულელი ოთხეულის ,,ბითლზების’’ სხვადასხვანაირ მემორიალს შეხვდებით.

თუმცა, ცოტამ თუ იცის ყველაზე წარმატებულ შავკანიანთა ბრიტანულ ჯგუფზე. პოპ-სოულის შემსრულებელი ჯგუფის ,,The Real Thing’’- ის სახელზე ჯამში 8 ალბომია. მათი ერთ-ერთი პირველი და ალბათ, ყველაზე პოპულალური სიმღერა ,,You To Me Are Everythng’’ 1976 წელს ჩაიწერა.

2020 წელს ამ ბენდის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება იგეგმება, რომელსაც ,,The Real Thing Story’’ ერქმევა. ბრიტანელ რეჟისორ საიმონ შერიდანთან ერთად ფილმის გადაღებაში ბენდის წევრები კრის ამოო და მისი ბავშვობის მეგობარი დეივ სმიტი მონაწილეობენ. სამწუხაროდ, კრისის უფროსი ძმა ედი 2018 წელს გარდაიცვალა, რომელსაც ლივერპულში დიდი გაცილება მოუწყეს, ხოლო მათი მეგობარი რეი ლეიქი კი – 2000 წელს.

თავიდან, როდესაც ეს ბენდი შევქმენით, უბრალოდ სცენაზე სიმღერა გვინდოდა. არ ვფიქრობდით სიმღერების ჩაწერაზე – ამბობს კრის ამოო.

თუმცა, ჯგუფის დარჩენილი წევრები დღესაც აგრძელებენ მოღვაწეობას. ,,ყველაზე უცნაური ის არის, რომ ბრიტანული ჯგუფი ,,Sex Pistols’’ დღესაც არ კარგავს აქტუალობას თავისი საპროტესტო შირაარსის სიმღერებით, ყოველდღიურად ,,Fleetwood Mac’’ -ის ან ,,The Rolling Stones’’- ის ახალ ქავერებს ვისმენთ, ამასობაში კი ,,The Real Thing’’ ისევ მოღვაწეობს და მათ მიერ 50 წლის წინ შესრულებული სიმღერა ,,Children Of The Ghetto” პოლიტიკურ მოტივებზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმღერაა, რომელიც შავკანიანთა კულტურაში შექმნილა’’ – ამბობს რეჟისორი საიმონ შერიდანი BBC-სთან ინტერვიუში.

მათი მუსიკა ყოველთვის კავშირში იყო ქალაქის შინაგან რეალობასთან. ,,ჩვენ ჩვენი საკუთარი კლუბები და რესტორნები გვქონდა და შესანიშნავი გარემოცვა. ხოლო, თუკი ქალაქის ცენტრში შევდგამდით ფეხს, კეთილგანწყობით არავინ გვიღებდა, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მეგობრებთან ერთად ვიყავით – ამბობს კრის ამოო.

იმის მიუხედავად, რომ ბენდის წევრები თავიანთ თავს ბრიტანელებად იაზრებდნენ, ყველა უარყოფდა, რომ მათ რაიმენაირი კავშირი ჰქონდათ ამ ქვეყანასთან და კერძოდ, ლივერპულთან. ფილმში შეეცდებიან, რომ ეს დამოკიდებულება ცხადად გამოჩდეს, რადგან სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ჯგუფმა საყოველთაო პოპულარობა ვერ მოიპოვა.

70-იანი წლების შუახანებში ,,The Real Thing’’ შეთანხმებას აღწევს BBC-სთან და ნელ-ნელა მათი სიმღერების ჩანაწერებიც ჩნდება. ამ პერიოდში ისინი ბრიტანელ პოპ როკერთან დეივიდ ესექსთან ერთად მუშაობდნენ, რომლის დახმარებითაც მათ ამერიკაში ტური მოაწყეს, ასევე მათ უმუშავიათ ისეთი ცნობილი მუსიკოსის გვერდით, როგორიც მაილს დევისია.

1983 წელს ჯგუფი სამხრეთ აფრიკის ფესტივალზე ,,Sun City’’-ზე მიიწვიეს. ფესტივალზე უკრავდნენ ლიზა მინელი, ელტონ ჯოონი, ჯგუფი ,,ქვინი’’, სტივი ვანდერი და ტინა ნერნერი. კრის ამოო იხსენებს, რომ მათთვის ამ სცენაე გამოსვლ ძალიან ამაღელვებელი იყო, თუმცა აეროპორტშივე გაუცრუვდათ იმედები, როდესაც საპირფარეშოს ორ სხვადახვა კარზე დაინახეს წარწერა ,,მხოლოდ თეთრები’’ და ,,მხოლოდ შავები’’. კონცერტზე ,,Children Of The Ghetto’’ შეასრულეს, ხოლო მისი დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრები დაიბარეს და უთხრეს, რომ ეს სიმღერა მათ აღარასდროს შეესრულებინათ.

1975 წელს ჩვენ ბითლზების სიმღერის ქავერი ჩავწერეთ, რის შემდეგაც პოლ მაკარტნიმ წერილი გამოგვივგზავნა და გვითხრა, რომ ჩვენი შესრულება ძალიან მოეწონა, – იხსენებს კრის ამოო.

იმის მიუხედავად, რომ ჯგუფის ტალანტსა და ნიჭს ყველა აღიარებდა, მათი კანის ფერის გამო ისინი მაინც უკანა რიგებში იწეოდნენ.  ,,ჩვენ მუსიკის კეთების გარდა, უბრალოდ, სხვა არაფერი შეგვეძლო’’ – ამბობს კრის ამოო. ახლა გასაგებია, ამდენი წინააღმდეგობის მიუხედავად, რატომ არ დაყარეს ფარ-ხმალი და რატომ აგრძელებენ დღემდე მოღვაწეობას.

კომენტარები

კომენტარი