ვიზუალური ხელოვნება

ჯასტინ კამპი – ნოა დევისის „ნახატი მამაჩემისთვის“

მე შეპყრობილი ვარ ამ ნახატის მარტოსული პერსონაჟით. პირველად ის ხალხით სავსე გალერეაში ვნახე. უამრავი ხალხი აკვირდებოდა ნოა დევისის ნაწარმოებს – „ნახატი მამაჩემისთვის“. გალერეის თეთრ სივრცეში ამ ნახატისთვის მზერა უფსკრულში ყურებას ჰგავდა. მე შემიყვარდა ეს ნახატი მისი მარტოსული პერსონაჟის გამო და კარანტინის პირობებში ხშირად ვუბრუნდები მას ამავე მიზეზით. დევისმა იგი მამის გარდაცვალების შემდეგ დახატა 2011 წელს. რა არის ნახატის სიბნელე, გაურკვეველია, მარტოსულ პერსონაჟს ფარანიც არ შველის – ის პარალიზებულია, არ შეუძლია შეაბიჯოს სიბნელეში.

დევისის სხვა ნახატებში პერსონაჟები თითქოს პირდაპირ მნახველს უყურებენ, თავად ავტორი ამბობს: „ჩემს ნახატებს უბრალოდ ძალიან პიროვნული ურთიერთობა აქვთ მის პერსონაჟებთან. ისინი ეხება ადამიანებს ჩემს გარშემო“. ნიუ იორკში ახალად გადასული ვიყავი და უცხო ადამიანებში მარტო დარჩენილს თითქოს ამ ნახატებთან მქონდა ურთიერთობა.  

მარტოხელა დედა და მამა, რომელიც სურათის გარეთაა (2019)

ნაწარმოებში – „ნახატი მამაჩემისათვის“, ეს არ იგრძნობა. სხვა ნახატებში მათი ფონი მათი პიროვნებების გაგრძელებაა, ამ ნახატში კი ისეთი განცდაა, თითქოს პერსონაჟს მთლიანად ყლაპავს გარემო. ნახატი აღძრავდა განცდას: იმდენი რამეა ჩემს წინაშე და მაინც მე ამ ყველაფრისგან განცალკევებულად ვგრძნობ თავს, უმეტესწილად მე ვგრძნობდი თითქოს ვიკარგებოდი იმ სიბნელეში.

მამაკაცი თოფით და უცხოპლანეტელით (2008)

კარანტინის შემდეგ ამ განცდებს ახალი ასოციაციები დაემატა: მე ისევ ვაიგივებ თავს ამ პერსონაჟთან, მაგრამ ახლა ძნელია ჩემთვის სხვებშიც არ დავინახო იგი: ადამიანები მთელს ნიუ იორკში ერთმანეთს ერიდებიან, პირს იბრუნებენ მათგან, ვინც შეიძლება მათ წინაშე იყოს. თუ ამ პოზაში ადრე ვკითხულობდი ვეებერთელა სივრცეში დაკარგვის ეჭვს, მე ახლა ვხედავ მას, როგორც შიშს, როცა არ იცი სად მთავრდება სიბნელე – რა ხდება, როცა მის ფსკერს მიაღწევ.

ნახატის ნამდვილმა სიბნელემაც ახალი სიღრმე შეიძენა იმ ბოლო თვეებში, რაც ბოლოს ვნახე ნაწარმოები. სიბნელის სიღრმე მხოლოდ აძლიერებს მარტოობის გრძნობას. პატარა თეთრი წერტილები ბადებს განცდას, რომ უფსკრული შენს წინაშე უფრო ღრმა, ფართო და სავსეა, ვიდრე შეგეძლო წარმოგედგინა.

სიბნელე ახლა განიცდება როგორც უფრო ახლო, უფრო შესაძლებელი. მარტოობა არის დამკვიდრებული საზოგადოებრივი წესი და მომავალი ყოველდღე სულ უფრო ნაკლებად გასაგები ხდება. მე კვლავ წარმოვიდგენ ჩემს თავს ამ პერსონაჟის ადგილას, რომელიც დგას და ყოყმანობს. მაგრამ ახლა შეპყრობილი ვარ კითხვით, რაა მის წინაშე – ეშვება ის ღრმა, სუსტად განათებულ გამოქვაბულში თუ ამოდის ვარსკვლავებით მოჭედილ ღამეში.

კომენტარები

კომენტარი