საშემსრულებლო ხელოვნება

ჯასტინ ბიბერი თვითიზოლაციაშიც არ წყვეტს აქტიურ ცხოვრებას

ჯასტინ ბიბერი სოციალური დისტანცირების პირობებშიც არ წყვეტს საქმიანობას, რაც ჩანს იქიდან, თუ რას აზიარებს სოციალურ მედიაში მომღერალი გასულ შაბათკვირას. იგი წერს სიმღერებს სახლში, იზოლირების პირობებშიც. ბიბერმმა კვირას, 22 მარტს ინსტაგრამზე დაპოსტა  ვიდეო სათაურით: „მუსიკის კეთება იზოლაციაში“.

გარდა ამისა, მომღერალი მთელი ამ ხნის მანძილზე, რაც კარანტინშია, ცეკვავს ცოლთან ერთად ხშირად და ესწრება დისტანციურ საეკლესიო მსახურებას.

ჯასტინ ბიბერი და იუდა სმითი, 22 მარტი

მომდევნო პოსტში მან თაყვანისმცემლები მიიწვია საეკლესიო მსახურების ცოცხალ ჩართვაში, რომელიც მის პასტორს – იუდა სმითს მიჰყავდა. ბიბერი წერს: არ არის აუცილებელი გწამდეთ ის, რაც მე მწამს, მაგრამ იცოდეთ, რომ მიყვარხართ და გეპატიჟებით მთელი გულით ვუყუროთ ეკლესიის სტრიმინგს“ .

როცა სტრიმინგი დასრულდა, მან მადლობა გადაუხადა მაყურებლებს მასთან ერთად ყურებისთვის და თქვა: „ვიმედოვნებ ისიამოვნეთ ისევე, როგორც მე… თუ თქვენ უყურეთ ამას და არ გწამთ იესოს ამბავი ან ნებისმიერი რამ, ყველაფერი რიგზეა. ყველა თავის გზაზეა, თავისი რწმენის გზაზეა ყველა.“

კომენტარები

კომენტარი