საშემსრულებლო ხელოვნება

ხელოვნური ინტელექტი AC/DC-ს ბურთებზე ამღერებს

ბოროტი ენები ამბობენ, რომ ნებისმიერს შეუძლია დაწეროს  AC/DC-ს სიმღერა, მაგრამ ეს არასოდეს ყოფილა ასე. რას ამბობთ, ზოგჯერ თვით AC/DC-ს უჭირდა ამის გაკეთება. მაგრამ ახლა, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, როგორც მინიმუმ, შესაძლებელია AC/DC-ს სიმღერის ტექსტების ნახევარი ღირსების მქონე ტექსტების გენერირება.

სატირიკოსი ფსევდონიმით Funk Turkey, ქმნის ახალ სიმღერას ხელოვნური ინტელექტის საიტის lyrics.rip-ის დახმარებით, რომელიც კონკრეტული ხელოვანის ტექსტების მონაცემთა ბაზის საფუძველზე ახდენს ახალი ტექსტების გენერირებას. ეს ტექსტები სატირიკოსმა ჭკვიანურად დააკავშირა წინასწარგანმჭვრეტი ალგორითმების გამოყენებით, დაუმატა მუსიკა და შეასრულა სიმღერა ბრაიან ჯონსონის სტილში, შედეგი? „დიდებული ბურთები“.

მუსიკა ეფუძნება AC/DC-ს „From Those About To Rock (We Salute You)“, მაგრამ აქ ტექსტებია საინტერესო: „განა ის ძაღლი პატარა, ძალიან ახალგაზრდა არ იყო იმისათვის, რომ ჟრუანტელი მოეგვარა?“, კითხულობს Funk Turkey/Johnson, სანამ გადავა მისამღერზე: „დიდებული ბურთები! დიდი ბურთები! ძალიან ბევრი ქალები ბურთებით!“

მახვილი ყურის მქონეები იკითხავენ, რატომ არაა აქ სიტყვა rock – უდაოდ ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვა AC/DC-ს ტექსტებში, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია (ცნობილი, როგორც მარკოვის ჯაჭვი) უფრო გონებამახვილია და გვთავაზობს ტექსტებს სიტყვათა უამრავი შესაძლო თანმიმდევრობით, არა მხოლოდ ყველაზე აშკარად ხშირი სიტყვებით.

Funk Turkey ამბობს: „მივაერთე AC/DC ხელოვნურ ინტელექტზე ტექსტების გენერირებისთცის და კინაღამ დავიხრჩე მეტისმეტი სიცილისგან. AC/DC-ს მარკოვის ჯაჭვი შეპყრობილია ბურთებით, ქალებით, იარაღებით, ძაღლებით და ძვლებით“.

კომენტარები

კომენტარი