ვიზუალური ხელოვნება

ხელოვნება და 50-იანი წლების ჰომოფობია – ენდი უორჰოლის აქამდე უცნობი ეროტიკული ნახატები

ენდი უორჰოლის მრავალი, აქამდე გამოუქვეყნებელი ნახატი სიყვარულის, სექსის და სურვილის თემაზე პირველად გახდა ხელმისაწვდომი. ისინი თარიღდება 1950-იანებით, როცა უორჰოლი წარმატებული კომერციული ილუსტრატორი იყო, თუმცა იბრძოდა საკუთრივ წმინდა ხელოვნებაში აღიარების მოსაპოვებლად, ანუ გაცილებით ადრე, ვიდრე შექმნიდა კინომსახიობების, საპნის ქილების და საწმენდი საშუალებების ყუთების ნახატებს და ესტამპებს,  რამაც ის აქცია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ხელოვანად.

როცა მან სცადა მისი ნახატების გამოფენა 50-იან წლებში, ნიუ იორკის გალერეების მფლობელებისგან იგი წააწყდა ჰომოფობიურ რეაქციას.

დეიტონ ჰერმანის წიგნი „ენდი უორჰოლი: ადრეული ნახატები სიყვარულზე, სექსსა და სურვილზე“ ამ ზაფხულს დაიბეჭდება. მასში იქნება ასეულობით ნახატი, რომელთა „დიდი ნაწილი ადრე არ იყო ცნობილი“, ამბობს დეიტონ ჰერმანი – „პირველად ხდება, როცა გამოდის მონოგრაფია, რომელიც ეძღვნება ამ ნამუშევრების ილუსტრირებას და რეპროდუქციას“.

ჰერმანის აზრით, „ის, რომ ეს ნამუშევრები შექმნა კათოლიკემ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ დროს, როცა სოდომია იყო მკაცრად დასჯადი დანაშაული ყველა შტატში, აჩვენებს, რომ თვით ახალგაზრდულ ასაკშიც, უორჰოლი ნონკონფორმისტის როლს შესანიშნავად ირგებდა“.

ჰერმანის თქმით, ნახატები ასახავს, რომ უორჰოლი იყო ხელოვანი „რომელმაც სექსუალობა მოათავსა მისი შემოქმედების ცენტრში პირველივე დღიდან – იგი იწვევდა მსოფლიოს, რომ დაენახა საგნები სხვაგვარად და მან ვერ მაიღწია წარმატებას 50-ანებში, რადგან ხალხი არ იყო მზად ამისათვის“.

კომენტარები

კომენტარი