კინო

წლის საუკეთესო რეჟისორი გილერმო დელ ტორო გახდა

ლოს-ანჯელესში ამერიკის რეჟისორთა გილდიის პრემიის გადაცემის ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ მარტინ მაკდონაჰი, კრისტოფერ ნოლანი, გრეტა გერვინგი, გილერმო დელ ტორო და ჯორჯან პილი. დაჯილდოების ტრიუმფატორი, როგორც მოსალოდნელი იყო, წლის ფილმი ”წყლის ფორმა” და მისი რეჟისორი გილიერმო დელ ტორო გახდა.

აღსანიშნავია, რომ ფილმი ცოტა ხნის წინ ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზე 13 ნომინაციაში დასახელდა და ამერიკის კინოაკადემიის 90-ე დაჯილდოებაზე, რომელიც 4 მარტს გაიმართება, კრიტიკოსები წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

53 წლის მექსიკელმა დელ ტორომ საუკეთესო რეჟისორის წოდება უკვე მოიპოვა ოქროს გლობუსზე. ”წყლის ფორმა” ჯერჯერობით მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია. აქამდე ის მხოლოდ ერთხელ – 2007 წელს იყო ოსკარის ნომინაციაში, თუმცა მაშინ რეჟისორმა გამარჯვება ვერ მოახერხა.

კომენტარები

კომენტარი