კინო საშემსრულებლო ხელოვნება

“წარმოვაჩენთ ემის ისეთს, როგორიც ის იყო“ – მიჩ უაინჰაუსი

ბიოგრაფიული ფილმი ემი უაინჰაუსის შესახებ გამოვა „ერთ ან ორ წელიწადში“, აცხადებს მისი მამა – მიჩ ვაინჰაუზი. მისი განცხადებით, ფილმი შემოგვთავაზებს მომღერლის ცხოვრების  ჭეშმარიტ ასახვას, მას შემდეგ, რაც ადრე მან დაგმო ასიფ კაპადიას 2015 წლის დოკუმენტური ფილმი „ემი“, რადგან, მიჩის თქმით, იგი მასსა და მის ქალიშვილს შორის ურთიერთობას არასწორად წარმოაჩენდა.

მან განაცხადა: „ჩვენ გვექნება შესსანიშნავი ფილმი, შესანიშნავი ბროდვეის შოუ გველოდება და ეს იქნება ჩვენი სამაგიერო, წარმოვაჩენთ ემის ისეთს, როგორიც ის იყო“. მისი თქმით, სცენარი წერის პროცესშია და ემის როლის შემსრულებელს რაც ეხება, მიჩი ამბობს: „ჩვენ უნდა მოვძებნოთ უცნობი მსახიობი, იდეალური იქნება ებრაელი გოგონა ჩრდილოეთ ან აღმოსავლეთ ლონდონიდან, რომელიც ცოტათი ჰგავს ემის და საუბრობს ემის მსგავსად“.   

კომენტარები

კომენტარი