საშემსრულებლო ხელოვნება

წაკითხული დრამა და მკითხველი რეჟისორის როლში

კორონავირუსის გამო უამრავი თეატრი დაიხურა და სპექტაკლები გადაიდო, ამ დროს კი ერთადერთი გამოსავალი დაბეჭდილი დრამის კითხვაა. ასეთი შეიძლება იყო დუგლას მაქსველის პიესა „თუ მართლაც დანგრეულია“. ავტორი ცარიელი ფურცლის სამი მეოთხედის ქვემოთ იმეორებს ფრაზას “ta toom” სამჯერ. მესამე იმდენად ახლოსაა ფურცლის კიდესთან, რომ ბოლო ასო აკლია.

ის ფანტავს შრიფტს მომდევნო ორი გვერდზე და მაშინაც კი, როცა ვაღწევთ ამოცნობად დიალოგს, მაქსველი ალაგებს ტექსტის ნატეხებს ვიწრო სვეტებში, წერს შორისდებულებს დიდი ასოებით და სვამს უცნაურ ტიპოგრაფიკულ ნიშნებს. ეს პიესა არის სასიამოვნო არტეფაქტი თავისთავად და არამხოლოდ მონახაზი ნაწარმოებისთვის ან სცენარი სპექტაკლისათვის.

ეს იდეა არახალია. მწერლები ხშირად წერდნენ „დრამატულ პოემებს“, რომლებიც იწერებოდა იმისათვის, რომ წაკითხულიყო ხმამაღლა და სულაც არ იყო აუცილებელი მათი დადგმა სპექტაკლის სახით. ასეთია მაგალითად, ჰენრიკ იბსენის „პიერ გინტი და ბრანდი“. გოეთეს „ფაუსტი“ მხოლოდ საუკუნის შემდეგ დაიდგა.

თანამედროვე ლიტერატურასა და დრამატურგიაში უკვე დამკვიდრებულია ამგვარი, ღია დასასრულის მქონე პიესები და ნაწარმოებები, სადაც მკითხველი ხდება რეჟისორი და ინტერპრეტაციისთვის დიდი ადგილია დატოვებული, გამქრალია ფიქსირებული იდენტობის და სწორხაზოვანი ნარატივის იდეა.

სივრცე ინტერპრეტაციისთვის… სარა კეინის “4.48 ფსიქოზი”, ლონდონი (2000)

კომენტარები

კომენტარი