არქიტექტურა, არქეოლოგია

ცნობილი იტალიელი არქიტექტორი კორონავირუსით დაიღუპა

იტალიელი არქიტექტორი, ქალაქის დაგეგმვის სპეციალისტი და მწერალი, ბარსელონის ოლიმპიური სტადიონის დიზაინერი – ვიტორიო გრეგოტი 92 წლის ასაკში, მილანის სან ჯუზეპეს ჰოსპიტალში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 მარტს. მისი მეუღლე მარინა მაცა ასევე მკურნალობს ვირუსზე.

ბარსელონას ოლიმპიური სტადიონი

გრეგოტიმ თავისი კომპანია Gregotti Associati 1974 წელს დააფუძნა. მან გააკეთა ისეთი შენობების დიზაინები, როგორებიცაა:  ბელემის კულტურული ცენტრი ლისაბონში, პროვანსის დიდი თეატრი საფრანგეთში, არჩიმბოლდის ოპერის თეატრი მილანში და მრავალი სტადიონი, მათ შორის ლუიჯი ფერარის სტადიონი გენუაში. ასევე მან მიიღო მილანის და შანჰაის დაგეგმარებაში მონაწილეობა. იგი ასევე ჩართული იყო სხვადასხვა არქიტექტურული ბიენალეს ორგანიზებაში.

პროვანსის დიდი თეატრი, საფრანგეთი

მეგობარმა არქიტექტორმა სტეფანო ბოერიმ ფეისბუქის პოსტი მიუძღვნა გრეგოტის გარდაცვალებას და მას „საერთაშორისო არქიტეტურის ოსტატი“ უწოდა, რომელმაც „შექმნა ჩვენი კულტურის ისტორია“. არქიტექტორის გარდაცვალებას იტალიის მინისტრი დარიო ფრანჩეშინიც გამოეხმაურა და თქვა, რომ მან „ქვეყანას პრესტიჟი მოუტანა“.

კომენტარები

კომენტარი