ვიზუალური ხელოვნება

ცეცხლში გახვეული ავსტრალიის დასახმარებლად სტრიტარტის აუქციონი გაიმართება

მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სტრიტარტისტების ნამუშევრები, ბენქსისა და შეფარდ ფეირის ნამუშევრების ჩათვლით, ავტრალიი ქალაქ მელბორნში, აუქციონზე გაიგზავნება. ნახატების გაყიდვით შემოსული თანხა მთლიანად ხანძრისგან მიყენებული ზარალის აღმოფხვრას მოხმარდება.

აუქციონის მოწყობის იდეა სანდრა პაველსა და ენდრიუ კინგს დაებადათ, რომლებიც ავსტრალიაში და მსოფლიოშიც სტრიტარტის ყველაზე დიდი კოლექციონერები არიან.

,,თავს უსუსურად ვგრძობდით, არ ვიცოდით რით შეგვეძლო დახმარება, შემდეგ ვიფიქრეთ, ყველაზე კარგად სტრიტარტის სფეროში ვართ გარკვეულები, მოდი, აუქციონი მოვაწყოთ’’ – იხსენებს სანდრა პაველი.

წყვილი 2010 წლიდან აგროვებს სტრიტარტის ნამუშევრებს და დღემდე მათ ორი ათასზე მეტი ნახატი მოუგროვდათ. სანდრა პაველი ამბობს, რომ ნამუშვრებს შორის ყვეალზე მეტად ბენქსის ,,Weston Super Mare’’ მოსწონს.

,, ჩემთვის, კაცი, რომელსაც ზურგი აქვს შექცეული კატასტროფისათვის, შესანიშავი მეტაფორაა იმისა, თუ როგორი ინდიფერენტულია საზოგადოება კლიმატის ცვლილებისადმი’’ – ამბობს სანდრა პაველი.

აუქციონზე საწყისი ფასი 400 დოლარია. მასში მონაწილეობას ავსტრალიელი გამოჩენილი ხელოვანებიც მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი