საშემსრულებლო ხელოვნება

„ცეკვის სამყაროს“ გამორჩეული კონკურსანტები

სადებიუტო ეპიზოდის პირველივე წუთებიდან ცხადი გახდა, რომ “ცეკვის სამყაროს” მეოთხე სეზონი ცოტათი განსხვავებული იქნებოდა. პირველ რიგში, მოასპარეზეებს ეგონათ, რომ ისინი კონკურსის პროდიუსერების წინაშე წარსდგებოდნენ შესარჩევ ჩვენებაზე, მაგრამ მათ შეაბიჯეს პირდაპირ ჟიურისთან, რომლის შემადგენლობა ასეთია: ჯენიფერ ლოპესი, დერეკ ჰაფი და ნე-იო.

ყველა შოკირებული იყო. წარმატებას ძირითადად დუეტებმა და სოლოებმა მიაღწიეს, დიდი ჯგუფებისთვის ამგვარი კონკურსები მუდამ რთული აღმოჩნდება ხოლმე. წარმოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულს.

ჯეფერსონი და ადრიანიტა – სელია კრუსის კლასიკად ქცეულ სიმღერაზე შესრულებული სალსა, ობიექტურად შთამბეჭდავი იყო, კოლუმბიელი წყვილი ბრუნავდა და ამოძრავებდა ტერფებს სინათლის სიჩქარით, თუმცა ჯენიფერ ლოპესმა აღნიშნა, რომ ტექნიკა უფრო მაგარიც შეიძლებოდა ყოფილიყო.  

ჯეიკის და ჩოს სან-ხოსედან ჰქონდათ ქიმია, რომელიც კიდევ უფრო ამაღლებდა მათ დინამიკას, რომელიც მოიცავდა აკრობატიკას და ცოტაოდენ კრუნჩხვასაც კი, რომელიც სულაც არ იყო გამაღიზიანებელი.

ბეილი სოკი და კიდა ბერნსი წარმოადგენენ საუცხოო, ზეწმინდა ჰიპ-ჰოპს, ამხელა ქარიზმა ერთ სცენაზე! ჩვენ არასდროს ვიღლებით მათი ერთად ცეკვის ყურებით. როგორც ლოპესმა თქვა, შეიძლება ითქვას, რომ მათ მხოლოდ ახლა დაიწყეს ერთად ცეკვა.

სავანა მანცელი – 9 წლის ბიჭი სელი  დიონის სიმღერაზე – “River Deep, Mountain High” ასრულებს მრავალ გიმნასტიკურ ილეთს დიდი და ნამდვილად გადამდები ღიმილით სახეზე!

კომენტარები

კომენტარი