ვიზუალური ხელოვნება

ჩინეთის და სამხრეთ კორეის მუზეუმები ისევ გაიხსნება

მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში კულტურული დაწესებულებები ერთმანეთის მიყოლებით იკეტება კორონავირუსის საფრთხის პრევენციის მიზნით, თავად ვირუსის სამშობლოში – ჩინეტში და ასევე სამრხეთ კორეაში  ზოგიერთი მუზეუმი ისევ გაიხსნა, ვირუსის საფრთხის შემცირებასთან დაკავშირებით.

10-ზე მეტი გალერეა შანჰაიში ჩინეთის ხელოვნების მუზეუმის და შანხაის მუზეუმის ჩათვლით 13 მარტს ისევ გაიხსნა მნახველებისათვის. ეს მუზეუმები იანვრის ბოლოს დაიკეტა, როდესაც ჩინეთი ეპიდემიის გამო ჩაიკეტა. ყველგან მოქმედებს შეზღუდვები, მნახველებს ამოწმებენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

შანჰაის მუზეუმი დღეში მხოლოდ 2000 ვიზიტორს მიიღებს, სტუმრებს პირბადის გაკეთება მოუწევთ. მუზეუმებს ასევე აქვთ ცალკე ოთახები გამოყოფილი კარანტინისთვის.

სამხრეთ კორეაში მოდერნული და თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი სეულში 23 მარტისთვის გაიხსნება, მაგრამ კორეის დედაქლაქაში სხვა მუზეუმები, როგორებიცაა: სეულის ხელოვნების მუზეუმი და ლიუმ სამსუნგის ხელოვნების მუზეუმი, ჯერ არ გაიხსნება.

შანჰაი

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეპიდამიის პიკი ჩავლილია და შემთხვევების რაოდენობამ იკლო. სამხრეთ კორეაშიც, რომელიც ჩინეთის შემდეგ მეორე აზიური ქვეყანაა, რომელიც ეპიდემიის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, ხელისუფლების წარმოამდგემნლები აცხადებენ, რომ გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა გადააჭრაბა ახალი შემთხვევების რიცხვს პირველად იანვრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი