კინო

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” გერმანული კინოს აკადემიამ გერმანულ ჯილდოზე წარადგინა

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” გერმანული კინოს აკადემიამ გერმანული კინოს ჯილდოზე LOLA წარადგინა.

პრემიის ნომინაციისათვის შერჩეული ფილმები და, მათ შორის, ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქციაც ბერლინალეზე სპეციალურ რეტროსპექტივაში “LOLA at Berlinale” იქნება ნაჩვენები.

“ჩემი ბედნიერი ოჯახის” ჩვენება გაიმართება დელფის ცნობილ კინოთეატრში 18 და 21 თებერვალს, ჩვენების შემდეგ კი მაყურებელი ფილმის შემქმნელებს შეხვდება.

LOLA at Berlinale არის პროექტი, რომელსაც სამი პარტნიორი ერთობლივად ახორციელებს: გერმანული კინოაკადემია, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი და გერმანული კინოს ფონდი.ჩემი ბედნიერი ოჯახი პირველი ქართული ფილმია, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლებები კომპანია ნეტფლიქსმა შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმი მსოფლიოს 130 ქვეყანაში საერთაშორისო მაყურებლისათვის ხელმისაწვდომი გახდება.

კომენტარები

კომენტარი