არქიტექტურა, არქეოლოგია

ჩანდიგარის მოდერნისტული უტოპია

ფოტოგრაფმა რობერტო კონტემ თავის ბოლო სერიებში გამოაქვეყნა ინდოეთის ქალაქ ჩანდიგარში არქიტექტორ ლე კორბუზიეს დიზაინით აშენებული შენობების ფოტოები. 

კონტეს გამოსახულებები აჩვენებს შენობების წმინდა სილუეტებს მოდერნისტულ უტოპიაში, იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარებული კაპიტოლის კომპლექსიდან დაწყებული ლე კორბუზიეს უფრო ნაკლებად ცნობილი დიზაინებით დამთავრებული.

„ამ პროექტით მე მსურს ერთი მხრივ წარმოვადგინო არქიტექტურის ისტორიის ზოგიერთი იკონური შენობის  განახლებული მდგომარეობა და მეორე მხრივ, ვაჩვენო საზოგადოებას, რომ ჩანდიგარი ბევრად უფრო მეტია არქიტექტურის და კომპლექსურობის თვალსაზრისით, ვიდრე მხოლოდ ცნობილი კაპიტოლის კომპლექსი“ – განაცხადა კონტემ.

ჩანდიგარი აშენდა ინდოეთის გაყოფის შემდეგ 1947 წელს და მისი დიზაინი ეკუთვნის ლე კორბუზიეს და სხვა არქიტექტორებს. აქ მრავალი იკონური დიზინია, მათ შორის ადიტია პრაკაშის ნილამის თეატრი.

კონტემ ფოტოები გადაუღო შენობებს იმ დროს, როცა ხალხი არ მოძრაობდა ირგვლივ, რათა ხაზი გაესვა არქიტექტურაზე, და არა მის გარემოზე. „მე ვცდილობ ხალხი არ ჩანდეს, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში, ეს უფრო ძნელია, ვიდრე სხვა ქვეყნებში“ – თქვა კონტემ.

კომენტარები

კომენტარი