ლიტერატურა

შტუტგარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ვირთხებმა იშვიათი წიგნები გაანადგურეს

შტუტგარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ვირთხების გაჩენამ 8 ათასზე მეტი იშვიათი წიგნის განადგურება გამოიწვია – ამის შესახებ DW წერს.

ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წლის დასაწყისიდან მღრღნელებმა ათასობით წიგნი გაანადგურეს, მათ შორის გასულ საუკუნეში გამოცემული წიგნები. განადგურდა 1970-1980 წლებში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები, ასევე ეკონომიკის, იურისპრუდენციისა და სოციოლოგიის სამუშაოები. საერთო ჯამში, ზარალი შეადგენს 2000 ევროს.

ბიბლიოთეკის თანამშრომლები ამბობენ, რომ შენობის მეზობლად არსებულ პარკს სტუმრები ხშირად ანაგვანებენ. ვირთხების გაჩენასაც სწორედ ამ ფაქტს უკავშრებენ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი