კინო

შვარცნეგერი მაჯის დაზიანების მომენტს იხსენებს

1990 წლის ფილმი – „გაიხსენო ყველაფერი“ გვიყვება ისტორიას, რომელიც მშენებლობის მუშას გადახდა თავს. შვარცნეგერის პერსონაჟი – დუგლას კვეიდი ეჭვს აიღებს, რომ ჯაშუშია, მას შემდეგ, რაც იგი მიდის კომპანიაში, სადაც ადამიანებს აწვდიან მათთვის სასურველი ცრუ მეხსიერების იმპლანტებს.

ერთ-ერთ სცენაში შვარცნეგერის პერსონაჟი გაურბის დაქირავებულ მკვლელთა ბანდას მეტროს სადგურში და იგი იარაღის გამოყენებით ამსხვრევს მინას, რათა შეასწროს მატარებელში, რომელიც გასვლას აპირებს. თითქოს ჩვეულებრივი სცენაა, თუმცა შვარცნეგერმა მაჯა ისე დაიზიანა, რომ მას ნაკერები დასჭირდა.

„მე მივდევდი მატარებელს და ვამტვრევდი ფანჯრის მინას იარაღით, მაგრამ მათ არ ააფეთქეს ფანჯარა, სანამ დავარტყამდი მინას, ასე რომ მე ღრმა ჭრილობა მივიღე მაჯაზე. მე მომიწია მაჯაზე ნაკერების დადება“ – იხსენებს ვარსკვლავი ფილმის გამოშვებიდან 30 წლისთავზე.

კომენტარები

კომენტარი