ლიტერატურა

შეხვედრა ზვიად და ლექსო რატიანებთან

ქართული მწერლობა ნიღბის, გრიმის და დეკორაციის გარეშე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროექტით „ცოცხალი წიგნები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თანამშრომლობას განაგრძობს.

11 დეკემბერს, 20:00 საათზე მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა ზვიად და ლექსო რატიანებს უმასპინძლებს.

მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს უმასპინძლებს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით გააცნობენ.

ბილეთის ფასი 7 ლარია. მისი შეძენა მსურველებს სპექტაკლამდე 10 დღით ადრე მარჯანიშვილის თეატრის სალაროში და ასევე, biletebi.ge – ზე შეუძლიათ.

მონო-სპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი