კულტურა

„შემოდგომის თბილისი“ ხვალ გაიხსნება

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ხვალ, 17 სექტემბერს გაიხსნება. ფესტივალი წელს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს, შესაბამისად ფესტივალის გახსნის კონცერტის პროგრამაც საზეიმო ხასიათს ატარებს .

საქართველოში პირველად შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შედევრი „სადღესასწაულო მესა“ სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისთვის.

ნაწარმოები ბეთჰოვენის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევადაა მიჩნეული.ეს მესა კომპოზიტორმა თავის მფარველსა და მეგობარს – ერცჰერცოგს რუდოლფ ავსტრიელს მიუძღვნა. ნაწარმოები იქმნებოდა 1819-1823 წლებში, ხოლო პირველად შესრულდა 1824 წლის 7 აპრილს სანქტ პეტერბურგში, თავად ნიკოლაი გალიცინის ეგიდით. მას შემდეგ ეს გრანდიოზული მესა მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკალური კოლექტივების რეპერტუარს ამშვენებს.

თბილისურ პრემიერას თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა შეასრულებენ მაესტრო ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით. სოლისტების რანგში წარსდგებიან შესანიშნავი საოპერო მომღერლები – სალომე ჯიქია (საქართველო), ნინო ზაქაიძე (საქართველო), გიორგი ჰანჩარი (უნგრეთი) და რამაზ ჩიქვილაძე (საქართველო).

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ცენტრის სალაროში ტელ.: (+995 32) 2962207 ასევე ვებ გვერდზე www.biletebi.ge
https://biletebi.ge/startup.aspx

კომენტარები

კომენტარი