არქიტექტურა, არქეოლოგია შემოქმედებითი ინდუსტრიები

შეიხედე მუზეუმის კულისებში



ეროვნული მუზეუმი ძალზე საინტერესო საბავშვო (და არა მარტო) პროგრამაზე აცხადებს რეგისტრაციას.

ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ მუზეუმის ლაბორატორიულ სამუშაოებს და მის როლს მუზეუმის საგამოფენო საქმიანობაში.

მონაწილეები შეისწავლიან არქეოლოგიური მონაპოვრების მომზადების ტექნიკას და თავად დაამზადებენ მოპოვებული ნივთების ასლებს.

პროგრამის მონაწილეები უშუალოდ მოახდენენ თითოეული მათგანისთვის სპეციალურად შექმნილი ,,არქეოლოგიური ბლოკის” პრეპარაციას, დაამზადებენ არქეოლოგიური მონაპოვრის თითო ასლს, საღებავით დაფერავენ მას, მოახდენენ ფოტოფიქსაციას და სამახსოვროდ წაიღებენ საკუთარ ნამუშევარს.



პროგრამა განკუთვნილია: სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ნებისმიერი მსურველისათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა:  არაუმეტეს 20 მონაწილე
პროგრამის ხანგრძლივობა:  60-90 წუთი
ჩატარების დრო: შეთანხმებით
ჩატარების ადგილი: ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3
პროგრამის ღირებულება: ჯგუფზე 200 ლარი
პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: 293 16 52; 593 139 122; 593 58 07 60 

კომენტარები

კომენტარი