არქიტექტურა, არქეოლოგია

შატბერდის მონასტერში ლაპიდარული წარწერა აღმოაჩინეს

შატბერდის მონასტერში ლაპიდარული წარწერა აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კვლევის ცენტრი ავრცელებს.

აღმოჩენა განსაკუთრებულია იმით, რომ ამ ეტაპისთვის ეს ერთადერთი შემორჩენილი ლაპიდარული წარწერაა შატბერდიდან.

მიკვლეულია წარწერის ორი ნაწილი, თუმცა მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ის გაცილებით ვრცელი უნდა ყოფილიყო.

ქვაზე იკითხება 20-ზე მეტი გრაფემა, მე-11 საუკუნით თარიღდება. მასზე პროფესორი თემო ჯოჯუა მუშაობს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ექსპედიცია განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის ფარგლებში.

პროექტის განმახორციელებელი კავკასიის უნივერსიტეტი, ექსპედიციის განმახორციელებელი საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრი. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი თემურ ხუციშვილი, ექსპედიციის წევრები კი ბებურ გოზალიშვილი, შალვა კოღუაშვილი და ანა იმედაშვილი არიან.

კომენტარები

კომენტარი