საშემსრულებლო ხელოვნება

შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სომხური წარმოსობის საფრანგეთში მოღვაწე მომღერალი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შარლ აზნავური (ნამდვილი სახელი შახნურვახინაკ აზნავურიანი) დაიბადა სომეხი ემიგრანტების ოჯახში, რომლებიც საფრანგეთში 1922 წელს გადასახლდნენ. შარლის დედა სომეხ ვაჭართა ოჯახიდან იყო, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, მამა კი, საქართველოდან.

მომხდართან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Twitter-ზე პოსტი დაწერა.

მაკრონის განცხადებით, შარლ აზნავური ნამდვილი ფრანგი იყო, რომელსაც მტკიცედ ჰქონდა გამჯდარი თავისი სომხური წარმომავლობა. ის სომეხ ხალხსაც უსამძიმრებს.

“მის შემოქმედება თან სდევს სამი თაობის ლხინსა და ტკივილს. მისი შედევრები, მისი ხმა, მისი უნიკალური ბრწყინვალება დიდხანს აცოცხლებს მას”, – დაწერა ემანუელ მაკრონმა Twitter-ზე.

შარლ აზნავურს  180 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული, გადაღებულია 60-ზე მეტ ფილმში, დაწერილი აქვს 1600-მდე სიმღერა.

 

კომენტარები

კომენტარი