საშემსრულებლო ხელოვნება

შავკანიანი მოცეკვავეები მეტ ინკლუზიურობას ითხოვენ

საცეკვაო ტანისამოსის მწარმოებელი კომპანიები მსოფლიო მასშტაბით იწყებენ კანისფერი ტანისამოსის ახალი სერიის წარმოებას, მას შემდეგ, რაც მოცეკვავეებმა მოითხოვეს მეტი ინკლუზიურობა. Change.org-ის მეშვეობით მოცეკვავეებმა შექმნეს პეტიცია, რომლის მიზანი იყო ფერადკანიანი მოცეკვავეებისათვის ტანისამოსისა და ფეხსაცმლის უფრო ფართო არჩევანის შეთავაზება. საცეკვაო სამოსით მოვაჭრე კომპანია Capezio გამოეხმაურა პეტიციას და მადლობა გადაუხადა მოცეკვავეებს, ასევე დაჰპირდა მათ, რომ შემოდგომისათვის გამოუშვებს მრავალფეროვან სამოსს.

ცეკვის სხვადასხვა ფორმებში, ბალეტის ჩათვლით, მოცეკვავეები მუშაობენ იმისათვის, რათა მიაღწიონ სრულყოფილ უნიფორმულობას, რაც დამოკიდებულია მათი კანის შეფერილობის მქონე ელასტიურ სამოსსა და ფეხსაცმელზე, რათა შექმნან ილუზია, რომ მათი ფეხები – კოჭებისა და ტერფების ჩათვლით – ერთ მთლიან ნაწილს წარმოადგენს.

შავკანიან მოცეკვავეებს უწევთ ხანგრძლივი პროცედურების ჩატარება, რათა სამოსის და ფეხსაცმელის ფერი დაუახლოვონ მათი კანის ფერს, რადგან ყველგან იყიდება მხოლოდ ტრადიციული „ევროპული ვარდისფერი“ ფერის სამოსი და ფეხსაცმელი. ასევე შავკანიანებს უწევთ თმის გასწორება და ხანგრძლივი პროცედურების გავლა, რათა თეთრკანიანი ქორეოგრაფების სტანდარტები დააკმაყოფილონ.

კომენტარები

კომენტარი