ვიზუალური ხელოვნება

,,ღმერთმა მითხრა, თუ მას საკმარისად კარგად დახატავ, ის შენი გახდებაო” – ჯორჯია ო’კიფი ამერიკული მოდერნიზმის ყვავილი

თუ ჯორჯია ო’კიფის ნახატებს უყურებთ, ესე იგი თქვენ ამერიკას უყურებთ. მისი საკმაოდ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, რომელიც 1916 წლიდან 1970 წლამდე გრძელდებოდა, ო’კიფიმ ყველას აჩვენა, თუ როგორ უნდა დახატო ქვეყანა.

ჯორჯია ო’კიფი 1986 წლის 15 ნოემბერს ვისკონსინში დაიბადა. მისი მშობლები ფერმერები იყვნენ. 1905 წელს ოკიფიმ ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში დაიწყო სწავლა, შემდეგ კი ნიუ იორკის ხელოვნების სტუდენტური ლიგის წევრი გახდა, თუმცა არ მოსწონდა, რომ ყოველთვის ბუნებაში არსებულის პირწმინდად გადახატვას ავალედბნენ.

მალე ის აღმოაჩენს, რომ სწავლის გასაგრძელებლად ფული არ ჰყოფნის, რადგან მამამისი გაკოტრდა, ხოლო დედამისი ტუბორკულიოზით არის ავად. ჯორჯია დაქირავებულ მხატვრად იწყებს მუშაობას და აკეთებს ილუსტრაციებს. საკმარისი ფულის მოგროვების შემდეგ კი ვირჯინიის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას. ეს მომენტი გადამწყვეტი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში, რადგან მისი მასწავლებელი არტურ ვესლო დოუ იყო, რომელიც არა რეალისტურ, არამედ კომპოზიციურ, ინტერპრეტირებად სუბიექტებს ხატავდა. ჯორჯია ო’კიფიმაც სწორედ ამ დროს დაიწყო ექსპერიმენტების ჩატარება და სწორედ ამ დროს დაიწყო ამერიკულმა მოდერნიზმმაც ჩამოყალიბება.

1915 წელს ჯორჯია ო’კიფი ქმნის ნახშირით შესრულებული აბსტრაქტული ნახატების სერიას. 1916 წელს მისი მეგობრის ანიტა პოლიცერის საშუალებით ამ ნახატებს ალფრედ შტიგლიცი ნახულობს. შტიგლიცს ჯორჯიას ნახატები ძალიან მოეწონა და თავის მუზეუმში გამოფენაც მოაწყო.

შემდეგ წელს მან წყლის საღებავებით განაგრო ხატვა. ის, ძირითადად, პალუ დუროს კანიონების ხედებს ხატავდა. მისთვის გასნაკუთრებით ლამაზი იყო მზის ჩავლისა და ამოსვლის დროს შექმნილი პეისაჟები, ამიტომ, ცდილობს, ფერების ახალი შეხამებები მოძებნოს, რომ ვიზუალთან ერთად ემოციაც გადმოსცეს. ის იქამდე აგრძელებდა ექსპერიმენტების ჩატარებას, სანამ წყლის საღებავებით თავისი შეგრძნებები ბოლომდე არ გამოხატა. საბოლოოდ ის ქმნის სამი ნახატისგან შექმნილ სერიას: ,,Light Coming on the Plains’’

1918 წელს ო’კიფი შტიგლიცის შეთავაზებით ნიუ იორკში გადადის და იქ აგრძელებს კარიერას. ამ პერიოდში ჯორჯია ბუნებაში არსებულ სხვადასხვა რამეს, ფოთლებს, ყვავილებს, ქვებს ხატავს. შტიგლიცსა და ო’კიფის მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა არ აქვთ, მალევე შტიგლიცი ცოლს გაშორდება და ჯორჯიას 1924 წელს ცოლად შეირთავს.

,,ლურჯი და მწვანე მუსიკა”

ის ცდილობს ხელოვნებაში გამოხატოს ყველაფერი. ,,ლურჯი და მწვანე მუსიკა’’ ტილოზე მუსიკის შეგრძნებების მისეული გამოხატულებაა. ამ ნახატის შემდეგ ის შეპყრობილი ხდება ყვავილებით და დაახლოებით 200 ნახატს ხატავს ყვავილების თემატიკაზე. ხშირად გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ ყვავილი ქალის გენიტალიას გამოხატავდა, თუმცაა, თავად ო’კიფიმ ეს მოსარება უარყო.

ო’კიფის ნახატებში სუბიექტები იმის მიხედვით იცვლებოდნენ, თუ როგორ სივრცეში უწევდა მას ცხოვრება. 1925 წელს ის შელტონ ჰოტელში გადადის, ხოლო ამის შემდეგ ცათამბჯენებების ხატვას იწყებს.

The Shelton with Sunspots

30- იან წლებში მისი 6 ნახატი 25 ათას დოლარად გაიყიდა, რაც მხატვრისთვის დიდ წარმატებას ნიშნავდა. ამ დროს ის ისევ მოგზაურობს და ამჯერად ნიუ მექსიკოში მიდის, სადაც ისევ გასნხვავებულ პეიზაჟებს გვთავაზობს.

კარიერულ წინსვლასთან ერთად მას ოჯახური პრობლემები დაეწყო. გაიგო, რომ ქმარი ღალატობდა, რამაც ის საშინელ დეპრესიაში ჩააგდო. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ ის 1936 წელს ისევ აგრძელებს მუშაობას და ქმნის თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატს ,,Summer days’’. შესაძლოა დიდი რქიანი თავის ქალა ქმრის ღალატსაც უკავშირდებოდეს, თუმცა ამის დამდასტურებელი არგუმენტები არ მოიძებნება.

კარიერაში დიდი კრიზისის შემდეგ 50-იან წლებში ის ცდილობს, ახლიდან დაიწყოს ცხოვრება. ის ნიუ მექსიკოს ჩრდილოეთ ნაწილში გადადის, იშენებს სახლს და ახალ ნამუშევრებსაც ქმნის.

Sky above the Clouds

თუმცა 1972 წლიდან მას მხედველობის პრობლემები ეწყება. ის იძულებულია, აიყვანოს დამხმარე, რომელთან ერთადაც რამდენიმე ნახატს ქმნის. ასისტენტის საშუალებით წერს ავტობიოგრაფიასაც, საბოლოოდ კი 1986 წლის 6 მარტს 98 წლის ასაკში გარდაიცვლება კიდეც. მისი ფერფლი ნიუ მექსიკოში არსებულ ერთ-ერთ მთაზე გაფანტეს. სიკვილის ბოლოს სწორედ ამ მთაზე უთქვამს ჯორჯია ო’კიფის: ,,ღმერთმა მითხრა, თუ მას საკმარისად კარგად დახატავ, ის შენი გახდებაო”. თავად განსაჯეთ, დაეპატრონა ის მთას თუ – ვერა.

კომენტარები

კომენტარი