ლიტერატურა

ქუვეითის მთავრობამ დოსტოევსკის “ძმები კარამაზოვები” აკრძალა

ინტერნეტგამოცემა Le Figaro ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ქუვეითის ინფორმაციის სამინისტრომ ასობით წიგნთან ერთად, ცნობილი რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის 1880 წელს გამოქვეყნებული რომანი “ძმები კარამაზოვები” აკრძალა.

ეს პირველი და უკანასკნელი შედევრი როდია, რომელიც ქუვეითის მთავრობამ აკრძალა. შავ სიაში ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ და გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელიწადიც” მოხვდა.

ქუვეითის ინფორმაციის სამინისტრომ ისეთი ენციკლოპედიებიც აკრძალა, რომლებიც მიქელანჯელოს “დავითს” და, რაც არ უნდა საკვირველად გვეჩვენოს, დისნეის “პატარა ქალთევზას” მოიცავს.

“დავითი” თითქმის შიშველია, ქალთევზას კი ბიკინი აცვია. ასევე, არ უკეთია ჰიჯაბი” – აცხადებდა მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი