კულტურა

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ზუგდიდშია

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ზუგდიდშია. სიწმინდე მთელს საქართველოში ილია მეორის ლოცვა-კურთხევით  მოგზაურობს.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით,  ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წმინდა  ნაწილებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მერი ლაშა  გოგია,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  თავმჯდომარე  მამუკა წოწერია, ადგილობრივი  თვითმმართველობის  წარმომადგენლებთან და მრევლთან ერთად დახვდა.

წმინდა ნაწილები ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში გადააბრძანეს, სადაც ზუგდიდისა და ცაიშისმიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ პარაკლისი აღავლინა.

20 ნოემბერს ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს სენაკისს და ჩხოროწყუს ეპარქიაში გადააბრძანებენ.

კომენტარები

კომენტარი