კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

ქეთათო აქციის ორგანიზატორებზე: “როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო”

“როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო”- ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში ირაკლი ჩარკვიანის ცოლმა და მომღერალმა ქეთათო პოპიაშვილმა დაწერა, რომლის ადრესატიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორები არიან.

მისი თქმით, ირაკლის მუსიკა თავისი მასშტაბით იმდენად დიდია და დროსთან მიმართებაში მისი აქტუალურობა იმდენად მზარდი, რომ არაერთხელ ყოფილა მისი კომპოზიციის სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან საკუთარი პიარ მიზნებისთვის მიტაცება-გამოყენების მცდელობა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ, მის შემოქმედებაზე საავტორო უფლებები ცოლს გადაეცა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მომღერალი საავტორო უფლებების დარღვევას საჯაროდ აკრიტიკებს.

შეგახსენებთ, რომ 20 ინვისიდან მოყოლებული, საქართველოში რუსი დეპუტატების სტუმრად ჩამოყვანის გამო პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქციები იმართება. ერთ-ერთ აქციაზე მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების შედეგად, დაშავდა 240 ადამიანი, აქციის რამდენიმე მონაწილემ კი თვალის სერიოზული დაზიანება მიიღო. მიუხედავად იმსია, რომ, მოთხოვნების შესაბამისად, თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ და სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო “ქართული ოცნების” დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, პარლამენტის წინ კვლავ იმართება მშვიდობიანი აქციები, სადაც მოქალაქეები აქციის დაშლისა და მოქალაქეებზე ძალადობის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი