კინო

ქართულ ანიმაციურ ფილმს ორი ჯილდო გადასცეს

საფრანგეთში, მონრეალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე ანა ჩუბინიძის ანიმაციურ ფილმს “ჯიბის კაცი” ორი პრიზი გადაეცა. საუკეთესო სცენარისთვის  ქართველმა ანიმატორმა ჯილდო  მიიღო და ახალგაზრდა მაყურებლის პრიზიც დაიმსახურა.

“ჯიბის კაცი” პირველი ქართულ-ფრანგული კოპროდუქციაა ანიმაციაში.

“ჯიბის კაცი” საერთაშორისო მაყურებლის წინაშე  პირველად  ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების ფესტივალზე, საკონკურსო პროგრამაში წარსდგა. წარმატებული მსოფლიო პრემიერის შემდეგ კი მონრეალის კინოფესტივალზე 2 ჯილდო მოიპოვა.

რამდენიმე თვეში “ჯიბის კაცი” ანიმაციური ფილმების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონკურსზე, ენსის საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი