კინო

ქართულმა ფილმმა ამერიკულ კინოფესტივალზე გაიმარჯვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუტას შტატში გამართულ „სანდენსის“ ყოველწლიურ კინოფესტივალზე, ქართულმა ფილმმა სახელწოდებით ”სოვდაგარი” გაიმარჯვა.

სანდერსის 2018 წლის ფესტივალზე, რეჟისორ თამათა გაბრიჩიძის ნამუშევარმა მოკლე დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში მოიპოვა ჯილდო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული ფილმი რეჟისორმა პირველი არხის პროექტ „ტელებგლოში“ გადაიღო. „სოვდაგარის“ დისტრიბუციის უფლება მსოფლიოში უმსხვილესმა ინტერნეტ ტელევიზიის ქსელმა „ნეტფლიქსმა“ შეიძინა.

თამთა გაბრიჩიძის ფილმის მთავარი პერსონაჟი – გელა, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და მეორად ტანსაცმელს ძველი მიკროავტობუსის საბარგულიდან ყიდის. ის ვაჭრობს ადგილებში, სადაც ფულზე მეტად კარტოფილი ფასობს.

კომენტარები

კომენტარი