კინო

ქართული პროექტი ბერლინალეზე 10 რჩეულს შორის მოხვდა

ქართული პროექტი ბერლინალეს 10 რჩეულ პროექტში მოხვდა. საუბარია პროდუქტზე ”ცარიელი სახლი”, რომლის ხელმძღვანელი, რატი წითელაძეა. მისი ინფორმაციით, ფილმი მსოფლიოს 133 ქვეყნის 3,100 აპლიკანტს შორის შეირჩა.

პროექტი Berlinale Co-Production Market-ზე მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს წინაშე წარდგება და გამარჯვებული კონკურსის წესით გამოვლინდება.

გამარჯვებულს პროექტის განვითარებისთვის ფულადი ჯილდო, 10 000 ევრო გადაეცემა.

“ცარიელი სახლი” გარდა, ბერლინალეს ფესტივალისა, სხვა არაერთ მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ღონისძიებაზე იყო წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი